საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ წარმატებული სტუდენტები დაასაჩუქრა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/15 12:53:59

დღეს სასწავლო პროცესი ქუთაისშიც დაიწყო, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი იმერეთის გუბერნატორმა და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.


სტუმრებმა იმ 17 პირველკურსელს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 % - იანი დაფინანსება მიიღეს, საჩუქრები გადასცეს და შემდგომში დასაქმებაში ხელშეწყობასაც დაპირდნენ.


მაღალქულიანი სტუდენტები კომპანიამაგთი“ -, „არდი“ - დავი-თი-ბიბანკმაც დააჯილდოვეს. წელს უნივერსიტეტში არესებულ 9 ფაკულტეტზე სულ 1600 პირველკურსელი ჩაირიცხა.


დღესვე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთანამაშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეებს შორის ერთმანეთის რესურსების გამოყენებასა და სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნვას გულისხმობს.


 

ღის ბოლოს აკაკი წერეთლის სახელმიწფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით სტუდენტებისთვის კონცერტი გაიმართება, რომელშიც რობი კუხიანიძე და ჯგუფიაუტსაიდერიმიიღებენ მონაწილეობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია