ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში არაერთი ნანგრევებად ქცეული შენობა დგას. მიუხედავად მათი მდგომარეობისა, შენობების ნაწილში მაღაზიები, აფთიაქები და სხვადასხვა დაწესებულებებია გახსნილი, რაც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებას შენობების კერძო საკუთრებაში არსებობა ართულებს.
ამორტიზებული შენობებიდან ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობები აუქციონზეც გავიდა, თუმცა მაღალი ღირებულების გამო მათი გაყიდვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.