საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბიუჯეტის შესრულება კვლავ საავტომობილო ჯარიმების იმედზეა?
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/12 12:03:42

„ ქალაქის ბიუჯეტი სრულდება   და შეფერხება არც ერთ ნაწილში არ არის“- განაცხადა ქუთაისის საფინანსო სამსახურის უფროსმა ირაკლი ავალიანმა,  ქუთაისის  ბიუჯეტის  8  თვის შედეგების კომენტირებისას.


ქალაქის ბიუჯეტის მთავარი „თავის ტკივილი“ -   საპრივატიზაციო შემოსავლები -   წინა წლის გეგმასთან  შედარებით,   წელს   განახევრებულია.   შარშან  ეს რიცხვი 4 მლნ-ს აღემატებოდა, წელს კი 2  მლნ ლარის ფარგლებშია.  ირაკლი ავალიანის თქმით:  „6 თვის მიხედვით,  ამ მხრივ,  გეგმა თითქმის 50 % ით იყო შესრულებული.  8  თვის მონაცემებით გეგმა 72 %  შესრულდა.“


ასე არ ფიქრობს მისი ოპონენტი,  ქალაქის ყოფილი მერი და საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“   ბესიკ ბრეგაძე.

 მისი თქმით,   ახალ ხელისუფლებას ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით  ერთგვარი კომპლექსი  და მორიდებულობა ჩამოუყალიბდა.   „ არასაფინანსო აქტივების მხრივ -ესაა  საპრივატიზაციო შემოსავლები.  მართალია,   წელს,  წინა წელთან შედარებით, გეგმა განახევრებულია,  მაგრამ დარწმუნებული ვარ, მის შესრულებასთან დაკავშირებითაც  პრობლემები შეექმნებათ."   -აცხადებს  „P.S“ -თან საუბარში ბესიკ ბრეგაძე.   მისივე განცხადებით, „არაფინანსურ აქტივებში,  მათ შორის, შენობა-ნაგებობების პრივატიზებაში დაგეგმილია მილიონ ნახევარი ლარის მიღება, თუმცა  ამ დროისათვის  428 ათასი ლარი ანუ   28 % ია მიღებული,  -  თუ რაიმე დიდი ობიექტი არ გაიყიდა,   ამ  გეგმის შესრულება გაჭირდება.   ამ მუხლის შევსება, სავარაოდოდ,   მიწის  პრივატიზების  ხარჯზე   მოხდება.“


ქალაქის    ყოფილი  მერი ბიუჯეტის შევსების    აუთვისებელ რეზერვს ქონების გადასახადში ხედავს.  „საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან ქალაქს რჩება  ქონების გადასახადი.ეს გასასახადი იყოფა ორ ნაწილად, ესაა ფიზიკურ პითა და ასევე, იურიდიულ პირთა ქონების გადასახადი.  ფიზიკურ პირთა გადასახადი  8 თვეში მთელი წლის გეგმის 30 %-ია შესრულებული. ეს პრობლემა არსებობს, ესაა სისტემური პრობლემა,  ჩემი აზრით , აქ არის  რეზერვი, არადა,  ესაა ერთადერთი გადასახადი,რომელიც  რჩება ქალაქს.“

 

ირაკლი  ავალიანის  განმარტებით კი,  მათ  რეზერვები  სხვა მიმართულებით   აღმოაჩინეს  - „შარშან, როდესაც   პრობლემები  ქონების  პრივატიზებას  შეექმნა, ბიუჯეტი შევავსეთ საავტომობილო   ჯარიმების  ხარჯზე,   აღმოჩნდა,  რომ იყო ბევრი დარღვევები.    წელს გავითვალისწინეთ  და ამ   მხრივ  გავზარდეთ შემოსავლების ნაწილი. ჯერჯერობით,  შემოსავლები   სრულდება.“ 

 

მისივე  თქმით,   ქუთაისის  ბიუჯეტის   საკუთარი შემოსავლები (ტრანსფერების გამოკლებით,რომელსაც  ცენტრიდან  იღებს)  14 მლნ ლარით არის განსაზღვრული,  რომელიც ივსება  როგორც  ქონების გადასახადიდან,  ასევე   შემოსავლებით ჯარიმებიდან,  ძირითადად ეს არის საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევისათვის .  აქედან  მეტი ნაწილი  60 %  რჩება ქალაქს,  ნაწილი კი შედის ცენტრალურ ბიუჯეტში.

 

 ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებს რაც შეხება,  ბრეგაძემ აღნიშნა,  რომ  ამის გამო წინა წლებში  მათ ოპონენტები აკრიტიკებდნენ: „ ამის გამო გვაქილიკებდნენ  ჩვენი ოპოზიციონერი მეგობრები, რომ ჩვენ გადასახადების და   ჯარიმების  ხარჯზე ვაწყობდით ქვეყანს, თუმცა, წინა წელს ქალაქში ჯარიმებიდან და სანქციებიდაბ შემოსული თანხა განსაზღვრული გვქონდა   900 ათასი ლარით,  წელს ეს გრაფა   ბიუჯეტში განსაზღვრულია  მილიონ 900 ათასი ლარით. ამ დროისათვის შესრულებულია  52 %.  ეს  გეგმა სრულდება   და შესრულდება    კიდეც.“- თქვა  ბრეგაძემ.

 

 

 ამ საკითხში ჩვენი თანაქალქელები   ხელისუფლებას   ბიუჯეტის შესრულებაში აქტიურად უწყობენ  ხელს,   ქუჩაში საავტომობილო  მოძრაობის წესების დამრღვევები არ იკლებენ.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2147
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია