დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერე აკაკის დაბადების 175 და გარდაცვალების 100 წლისთავის აღსანიშნავად ემზადება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/09/12 02:32:04

მომდევნო წელს იუნესკოს ჩართულობით იგეგმება დიდი ქართველი პოეტის, აკაკი წერეთლის, გარდაცვალებიდან 100 წლისთავის გრანდიოზული აღნიშვნა. ასევე, 2015 წლის ივნისში პოეტის დაბადებიდან 175 წელიც სრულდება. საჩხერის მუნიციპალიტეტში უკვე ჩამოყალიბდა საიუბილეო კომისია, რომელიც გაწერს იმ ღონისძიებათა ნუსხას, რომელიც საიუბილეო პერიოდში განხორციელდება. აღნიშნულით დაინტერესდა გამოჩენილი ქართველი მკვლევარი, პროფესორი გიორგი დვალაშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საიუბილეო ღონისძიებებში ჩაერთოს და მალე წარუდგენს საიუბილეო კომისიას თავის ოთხ შეთავაზებას. როგორც გიორგი დვალაშვილი აღნიშნავს, ეს აქტივობები მცირებიუჯეტიანი, მაგრამ ეფექტური იქნება და უფრო მეტ ელფერს შესძენს აკაკიობას. 

 წარმოგიდგენთ ამ ოთხ წინადადებას, რომელსაც, იმედია, საიუბილეო კომისია განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებასაც გამოიტანს. 


 1. აკაკის გზის მარკირება (მდინარე ჯრუჭულის ხეობის გაყოლებით ტურისტული მარშრუტის მარკირება. მდინარე ჯრუჭულა-სოფელი ქვემოხევი-ცხომარეთი-ჯრუჭის მონასტერი-უზუნთა-,,კრეჭიასწყარო”-ხიხათას გადასასვლელი-შქმერი-უშოლთის მღვიმე-,,ქვაგახეთქილა”-თამარ დედოფლის კლდეები-ხეორისხეობა-ქალაქიონი)შესრულების თარიღი 2015 წლის ივნისი.

 

2. აკაკის ხეივანის გაშენება(გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზის სოფელ კორბოულის მონაკვეთზე, საავტმობილო გზის გასწვრივ სამხრეთ-დასავლეთე ქსპოზიციაზე 1000 ცალი ფიჭვის ხის დარგვა, შემოღობვა, ღონისძიებაში ჩართული იქნება საჩხერის მუნიციპლაიტეტის მოსწავალე-ახალგაზრდობა)შესრულების თარიღი 2014 წლის ნოემბერი. 

 

3. აკაკის ტბის შესწავლა-რეგისტრაცია. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ფარგლებშ იყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამ დროსთვის უსახელო, მყინვარული წარმოშობის ტბის შესწავლის ექსპედიციის მოწყობა. ტბისთვის აკაკის სახელის მინიჭება. ტბის ფიფსომეტრიული სიმაღლე აღემატება 3 ათას მეტრს. შესრულების თარიღი 2015 წლის 15-20 ივნისი.

 

4. მწვერვალისთვის სულიკოს სახელის მინიჭება - რაჭის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე შუშას (ყვირილას მარჯვენა შენაკადი) ხეობაში უსახელო მწვერვალისთვის სულიკოს სახელის მინიჭება. შესრულების თარიღი 2015 წლის 1-5 ივნისი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია