საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 5 ახალი საბავშვო ბაღის აშენებაა საჭირო
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/11 19:40:55

"დღეის მონაცემებით, ქუთაისში   5  ახალი  საბავშვო ბაღის აშენებაა  საჭირო,   რომ  ბავშვების გაზრდილი  რაოდენობის  მიღება მოხერხდეს"- განაცხადა  მამუკა მღვდელაძემ  საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე.  


 მისი თქმით,  ქუთაისის  სკოლამდელ  დაწესებულებებში   10 ათასამდე   ბავშვია, რომელთათვისაც  უკვე საკმარისი აღარ არის   საბავშვო ბაღების არსებული რაოდენობა. -„უხეში  გაანგარიშებით,   წელს  2  ათასით  მეტი ბავშვის მიღება გახდა საჭირო, შესაბამისად,  ბავშვთა გაზრდილ რაოდენობას   არსებული  ბაგა-ბაღები    ვეღარ აკმაყოფილებს."  – განაცხადა მღვდელაძემ.

 

 მისი თქმით:  „ბავშვთა რაოდენობის ზრდის მიზეზი პატრიარქის ინიციატივაც გახდა,   რის შემდეგაც ოჯახებში მესამე და შემდეგი შვილის გაჩენის ტენდენცია გამოიკვეთა.   ამას  დაემატა  მთავრობის ინიციატივა  ბაღებში გადასახადის გაუქმებასთან  დაკავშირებით.  ქუთაისში ეს გადასახადი ,   არც თუ ისე დიდი იყო,  15 ლარის ოდენობით   განისაზღვრებოდა,   თუმცა ბაღებში ბავშვთა ნაკადის ზრდის   სტიმულირება  ამანაც მოახდინა.    2  ახალი ბაღის მშენებლობის  გადაწყვეტილება   საკრებულოში   ჩვენი  ყოფნის დროს მივიღეთ,  მათი მშენებლობა წელს უკვე უნდა  დაიწყოს,  მაგრამ 3 ბაღის დამატება კიდევ იქნება  საჭირო.  ეს  პრობლემა  განსაკუთრებით დგას ქალაქის იმ უბნებში,  სადაც  მოსახლეობა მრავალსასრთულიან სახლებში ცხოვრობს.“-განაცხადა წინა  მოწვევის საკრებულოს წევრმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია