საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილი თავის ხელდასმულ პრეზიდენტს ქვეყნის ხელისშეშლაში ადანაშაულებს
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/11 12:56:15

„ეს ხელის  შეშლაა - ქვეყანას  ეშლება  ხელი“ - ასე გამოეხმაურა  ბიძინა  ივანიშვილი  საქართველოს   პრეზიდენტსა და მთავრობას  შორის  გაცხოველებულ დისკუსიას. 


 ყოფილი  პრემიერი  იწუნებს თავისი ხელდასმული პრეზიდენტის პოზიციას და მას ქვეყნის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, პრეზიდენტი  მთავრობას, როგორც "კონკურენტს",    ისე  განიხილავს და "უნდა მას ხელი შეუშალოს".

 

 ამის შესახებ ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს,  საბოლოო ჯამში,  ქვეყანას აზიანებს.    

 

"ინაუგურაციის მეორე თუ მესამე დღესვე, როცა სიტუაციის დალაგება დავიწყეთ და გაუგებრობაში აღმოვჩნდით, ჩვენი პოლემიკის ერთ-ერთი საგანი გახლდათ პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიცია, რომ ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და ეს ჩემთვის იყო გაუგებარი. მე მას ვეუბნებოდი, რომ ეს პოზიცია არ არის სწორი, თქვენ უნდა მოხვიდეთ ერთ გუნდად, "ქართული ოცნების" გუნდი გეხმარებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში, მხარს გიჭერდა, ჯერ არაკორექტულია და მეორეც, კონკურენცია დაგაზარალებთ. თქვენ კონკურენტი გყავთ უმუშევრობის, უამრავი, მათ შორის ტერიტორიული პრობლემის, საგარეო პოლიტიკის და .. სახით, რომ ეს არის თქვენი კონკურენტი. ხელი-ხელს ჩაკიდეთ, ერთად უნდა იმუშაოთ და არ უნდა იყოს კონკურენცია. საბოლოოდ, მე ჩემს აზრზე დავრჩი, მას კი თავისი აზრი არ შეუცვლია. მის ყველა ქმედებაში განა მარტივი დასანახი არ არის, რომ (ეს სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ) კონკურენტს ებრძვის, კონკურენტთან აქვს საქმე და უნდა ხელი შეუშალოს. ამით, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ეშლება ხელი და ამას უნდა მიხვდეს პრეზიდენტი მარგველაშვილი", - .აცხადებს ივანიშვილი პრეზიდენტის პოზიციის კომენტირებისას.



ბიძინა ივანიშვილი ასევე გამოეხმაურა გაერო-ში გასამგზავრებელი დელეგაციის საკითხს. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს. 
"ვნახეთ სია, ვინ ჩავა და გაერო- სხდომას ვინ დაესწრება საპარლამენტო რესპუბლიკებიდან. როგორც წესი, იქ პრემიერები იქნებიან წარმოდგენილები. კითხვა არ არსებობს. ისევ მიდის თანაბარი შედარება და ფონი, უფრო მეტად ისეთია, თითქოს აშავებს პრემიერი და ჩაგრავს პრეზიდენტს, ამ დროს კი, ორჯერ ორი ოთხია - რა თქმა უნდა, იქ წავა მერკელი, რა თქმა უნდა იქ წავა ნეთანიაჰუ, რა თქმა უნდა, იქ წავა ინგლისის პრემიერი და .შეიძლება მხოლოდ ერთი ორი გამონაკლისი იყოს, როცა პრემიერმა ვერ მოიცალა და გადასცა ეს უფლება პრეზიდენტს. ასეთია კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ის შეხვედრა, საიდანაც ამან მოწვევა მიიღო, დაბალი დონის შეხვედრაა. სხვათაშორის, კლიმატის გაუმჯობესების სამიტზე შარშან ფანჯიკიძე იყო მიწვეული, თუმცა მასაც წასვლა არ სდომებია - ზალკალიანი უნდა წასულიყო, თუმცა, საბოლოოდ, წავიდა ფანჯიკიძე იმიტომ, რომ სხვა საქმეებიც ჰქონდა, მაგრამ არავის უფიქრია, რომ ჩემთვის ეთქვა ან პრეზიდენტი წასულიყო. ეს არის რეალობა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი  კი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცია, რომ გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაში, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს.


ჟურნალისტის კითხვა, გავრცელებული ინფორმაციით, გაერო-ში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის ორგანიზებაში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს, თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ როგორც მას ეუბნებიან, ეს მართლაც ასეა. 
"მე როგორც მეუბნებიან, ეს მართლაც ასეა" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. 

 


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი  კი პრეზიდენტს ჯინიან ბავშვს ადარებს და  აცხადებს: რომ პრეზიდენტის წასვლა მხოლოდ ნიუ-იორკში წასვლა არაა:


ჯინიანი ბავშვივით იჩემებს წასვლას და ჩემი აზრით, ეს წასვლა მხოლოდ ნიუ იორკში წასვლა არაარა პრობლემაა,  სადაც უნდა იქ წავიდეს,  ოღონდ გავერკვეთ  და  დროზე გავერკვეთ

გამოვიდეს პრეზიდენტი და თქვას ხმამაღლა, მთავრობა თავისთვისაა, მე ჩემთვის და თვითონაც ამოისუნთქავს, გულზე მოეშვება.

 

 მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხალხის არჩევანს და ასეც გავაგრძელებ, ვიდრე სახელმწიფო მოხელე ვიქნები. მთელ ოპოზიცურ სპექტრს კი გაუხარდება, დროებით წამოვა სეტყვა და კრიტიკის ქარიშხალი, მაგრამ სიცხადე ყველაფერს სჯობსეგრე აჯობებს ქვეყნისთვის, ხალხისთვის და მისთვისაც", - წერს პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში გაკეთებულ  განცხადებაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2373
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია