საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) 2016 წლის გენერალურ ასამბლეას შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/09/10 12:35:49

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა,  ქართული ღვინის საპატიო ელჩმა, შალვა ხეცურიანმა  საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციისაგან (ASI) მიიღო ოფიციალური თანხმობა, რომ საქართველოს უკვე მიენიჭა 2016 წლის გენერალური ასამბლეის  მასპინძელი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი.

 

საბოლოოდ, სად ჩატარდება საერთაშორისო სომელიეთა გენერალური ასამბლეა 2016 წელს, ეს საკითხი გადაწყდება მომავალი წლის ივნისში, ბორდოში, სადაც გაიმართება ხმის მიცემა. მასპინძლობის  კანდიდატი სამი ქვეყანაა: საქართველოს კონკურენტები ამჯერად გერმანია და სერბეთი არიან.


საქართველოს გამარჯვების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო, ტრადიციულად, გამოხატავს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მხარდაჭერას.


საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციას (ASI) თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს (ის დაარსდა საფრანგეთის ქალაქ რეიმსში 1969 წელს) და გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად, ძირითადად, საფრანგეთში და იტალიაში იმართება. ის აერთიანებს 59 ქვეყნის საუკეთესო სომელიეებს, ღვინის ექსპერტებს, ენოლოგებს, ღვინის კრიტიკოსებს, იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიებს, ღვინის, შამპანურის, კონიაკის და სხვა  სასმელების მწარმოებლებს.


საქართველოს სომელიეთა ასოციაცია უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციასთან და მიმდინარე წელს ამ ასოციაციის ნამდვილ წევრადაც მიიღეს.


გამორიცხული არაა, რომ  ASI-ს 2016 წლის ასამბლეას ღვინის აკვნად წოდებულმა და სტუმარ-მასპინძლობის უდიდესი ტრადიციების მქონე საქართველომ უმასპინძლოს.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1856
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია