საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი ამბები
იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელი დანაღმულ ტერიტორიაზე კეთდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/10 00:11:13

ქუთაისში ე.წ.  „ნიკეას ნაგავსაყრელის“ დახურვის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა, რის შემდეგაც ქუთაისის „აქილევსის ქუსლად “წოდებული ნახევარსაუკუნოვანი პრობლემა წარსულს ჩაბარდება.

„ნიკეას ნაგავსაყრელის“ დახურვის შემდეგ ნარჩენების გატანა ქალაქგარეთ, ახალ ნაგვსაყრელზე მოხდება, რომელიც არამხოლოდ ქუთაისს, არამედ მთელ იმერეთს, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მოემსახურება.


იმერეთის ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელითერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში, ყოფილი სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე (კოხი) განთავსდება. აღნიშნული ტერიტორია ქუთაისის ორ მთავარ შემოსასვლელ გზას (ქუთაისი–საფიჩხია, ქუთაისი–საღორია) შორის მდებარეობს.


თავდაპირველად ახალი ნაგავსაყრელის ასაშენებლად ამავერაიონის სოფელ ჭოგნარში მდებარე ტერიტორია შეირჩა, მაგრამ ადგილობრივების პროტესტის შემდეგ რეგიონული განვითარების სამინისტრო იძულებული გახდა,გადაწყვეტილება  შეეცვალა.


ამჯერად ახალი ნაგავსაყრელისთვის გათვალისწინებული  ადგილი დასახლებული პუნქტიდან 500-მეტრიანი ბუფერული ზონით არის დაშორებული, თუმცა,   გოდოგნის მკვიდრნი შიშობენ, ახალმა ნაგავსაყრელმა შესაძლოა, იგივე პრობლემები შექმნას, რაც ქუთაისში მდებარე ნაგავსაყრელზე იყო. კერძოდ: არ იყო დაცული სანიტარული ნორმები, დაბინძურებული იყო არსებული საირიგაციო არხი, ნარჩენები მდინარეში ჩაედინებოდა. ადგილობრივები  იმერეთის რეგიონალურ ნაგავსაყრელზე ნარჩენების  თანამედროვე სტანდარტებით გადამუშავებას და მათი უსაფრთხოების დაცვის გარანტიას მოითხოვენ.


„ჩვენთვის მთავარია, ნაგავსაყრელი, რომელმაც ქუთაისელთა ჯანმრთელობა შეიწირა, ჩვენთვისაც არ აღმოჩნდეს პრობლემა, რადგან, სულაც არაა შორს ჩვენგან და არასწორად გადამუშავების შემთხვევაში,  ჩვენს ჯანმრთელობასაც საფრთხე დაემუქრება. როგორც თქვეს, სოლიდური თანხებია გამოყოფილი ნაგავსაყრელის მოსაწყობად და  იმედია, ეს  ფული მიზანმიმართულად დაიხარჯება“–აღნიშნავენ ადგილობრივები, რომლებიც უსაფრთხოების შესაძლო პრობლემასთან ერთად უმთავრეს საფრთხეზე საუბრობენ.


როგორც psnews.ge-სთან გოდოგნელები საუბრობენ, ყოფილი სამხედრო ნაწილის ადგილზე, სადაც ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს, დანაღმულია. მათი ინფორმაციით, წლების წინ, როდესაც სამხედროებმა ბაზა დატოვეს, ტერიტორიაზე ნაღმი რამდენჯერმე აფეთქდა. ადგილობრივები იხსენებენ ფაქტს, როდესაც მორიგ აფეთქებას  ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.


„ წინა ხელისუფლების პირობებში, ნაგავსაყრელის მშენებლობა   ქვაშავას ტერიტორიაზე  დაიწყო, თუმცა, სამუშაოები გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა. ახლა კი ყოფილ  სამხედრო ბაზაზე აკეთებენ, რატომ შეარჩიეს მანდამაინც დანაღმული ადგილი, როცა გაცილებით უსაფრთხო და ხელსაყრელი ტერიტორია უკვე შერჩეული იყო?“–აღნიშნავს შალვა გიორგაძე.


ქვაშავას ტერიტორიაზე ევრო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობა 2010 წელს დაიწყო. სამუშაოებს იტალიურფირმარაფონსერვისიახორციელებდა, რომელმაც 2009 წელს ნაგავსაყრელის 100%-იანი წილი 3 მილიონ ევროდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაფორმებული  ხელშეკრულებით შეისყიდა „რაფონსსერვისინაგავსაყრელის მოწყობას  მალევე შეუდგა, თუმცამოგვიანებით აღნიშნულმა ფირმამ  გაურკვეველი მიზეზების გამო, სამუშაობის შესრულებაზე უარი განაცხადა.


ახალი ხელისუფლების პირობებში,  „ნიკეას ნაგავსაყრელის“  პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (kfw) 21 მილიონი ევრო გამოყო. 


მოსახლეობის მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ პრეტენზიების საპასუხოდ, ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილეს, ბატონ ანდრია დვალს.


მისი განმარტებით, ნაგავსაყრელისთვის ადგილი შეირჩა დამფინანსებელი კომპანიის, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) დაქირავებული კონსულტანტების მიერ და შესაბამისად, ევროპული სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელი მოეწყობა, სადაც პროექტით გათვალისწინებულია ნარჩენების სეპარირების საწარმოს ამოქმედება.


მოსახლეობის შიშებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იქნება სტანდარტები დაცული და ხომ არ განმეორდება მსგავსი პრობლემები, რაც ქუთაისის ნაგავსაყრელზე იყო, ბატონი ანდრია პასუხობს, რომ პროექტით გათვალისწინებულია დეტალური ექსპლუატაციის გეგმის შემუშავება, რომლის შესრულებაც მსგავს პრობლემებს გამორიცხავს.


რაც შეეხება ტერიტორიის დანაღმულობას, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია განნაღმვითი სამუშაოების ჩატარება - აცხადებს ბატონი ანდრია.


საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, როგორც პროექტის წარდგენის დროს აღინიშნა, ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ნარჩენების გადამუშავების დროს და ადგილობრივთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.


 თუმცა, უფრო ზუსტად, თუ რამდენად იქნება უსაფრთხოების ნორმები დაცული ახალ ნაგავსაყრელზე, ეს 2017 წელს გაირკვევა, როცა   ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში შევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3211
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია