დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეცეპტით გასაცემი ზოგიერთი მედიკამენტი ურეცეპტოდ გაიცემა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/09/09 18:37:01

რეცეპტით გასაცემი ზოგიერთი მედიკამენტი,  შესაძლოა,  კვლავ ურეცეპტოდ გაიცეს.

აღნიშნულზე, ჯანდაცვის მინისტრი და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები დღევანდელ,  9 სექტემბრის    შეხვედრაზე შეთანხმდნენ.


 

არმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტმა ირინა ჭელიძემ   განაცხადა, რომ ბევრი მედიკამენტი გადავიდა რეცეპტით გასაცემთა სიაში,  ისეთი ტიპის წამლებზეა ლაპარაკი, როგორიც არის გარეგანი მოხმარების მალამოები, გამხსნელები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ანტიბიოტიკი გახსნას.

 

ანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოს   თქმით,  შემოთავაზებულ წინადადებას  მიიღებენ:  "შემოგვთავაზეს წინადადებები. ეს ეხებოდა რამდენიმე დასახელების მედიამენტების გადატანის შემოთავაზებას რეცეპტიდან თავისუფლად გასაცემში."

 

 მინისტრის   განცხადებით, წამლების ჯგუფიდან ჯგუფში გადატანასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ  იქნება.

ცნობილია, რომ   ამ სიას სამინისტროს დღესვე მიაწოდებენ თუმცა უცნობია, რამდენ და რომელ მედიკამენტზეა საუბარი.


 

გარდა ამისა, დღეს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა მინისტრთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი დააყენეს, მათ შორის,  ექიმებისგან არასრულყოფილად გამოწერილი რეცეპტები.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ სამინისტრომ უფრო მკაცრად უნდა გააკონტროლოს ის აფთიაქები, რომლებიც  ახალ რეგულაციებს  არღვევენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2713
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია