დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შშმ ქალთა უფლებები და მდგომარეობა საქართველოში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/09 11:39:24

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციასთან   „ქალთა ფონდი საქართველოში“ ერთად ახორციელებს პროექტს შშმ ქალთა უფლებების დასაცავად. პროქტის მიზანია ძალადობის მსხვერპლი და ფსიქო–სოციალური საჭიროები მქონე ქალთა შესახებ პროფესიონალებს, როგორც სოციალურ მუშაკებს სოციალური სააგენტოებიდან, ასევე ქუთაისის და ხონის დაწესებულებების თანამშრომლებს საერთასორისო სტანდარტები გააცნონ.


პროექტის ფარგლებში ქუთაისში ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენინგის ორგანიზატორები სოციალურ მუშაკებს და დაწესებულებების თანამშრომლებს იმ მდგომარეობაზე ესაუბრებიან, რაც დღეისთვის მსგავსი ტიპის დაწესებულებებშია. ამავდროულად მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ უნდა მოხდეს არსებული სისტების თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება.


 

„შშმ პირთა დასახმარებლად არსებული სისტემა მოძველებულია, ასევე მოძველებულია ქმედუუნარობის სისტემა და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. შშმ ქალებს არ აქვთ ოჯახის შექმნის და შვილის გაჩენის უფლება, ასევე თავისუფლად გადაადგილების უფლება, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ მდგომარეობის გამოსწორებაზე. სამწუხაროდ საქართველოში ვერ ნახავთ ვერცერთ გახმაურებულ შემთხვევას, როდესაც შშმ პირი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, იმიტომ კი არა, რომ არ არსებობს მსაგავსი შემთხვევები, არამედ სამართალდამცავთა მხრიდან ამ პირთა იდენტიფიცირება ვერ ხდება. ვერც თავშესაფარში გადაჰყავთ, ვინაიდან ამ პირთა დასახმარებლად თავშესაფარში შესაფერისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ამიტომ უნდა მოხდეს მდგომარეობის გამოსწორება, რისთვისაც ტარდება მსგავსი ტიპის ტრენინგები, ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა შეიცვლება“–აღნიშნა პროექტის ორგანიზატორმა ანა აბაშიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2303
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია