დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიგი უგულავას გეგმა- თუ არ შევქმნით კრიზისებს, დაივიწყეთ თავისუფლება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/09/08 21:25:04

 

 გაზეთი  ქრონიკა  აქვეყნებს    გიგი უგულავას ციხიდან  გამოგზავნილ  წერილს,  რომელიც, როგორც  ირწმუნება, ხელში ჩაუვარდა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისაგან,   რომელსაც არ სურს ქვეყანა ქაოსში აღმოჩნდეს  ჩათრეული.

წერილის ადრესატი  ავით კეზერაშვილია,  თუმცა

 მასში უგულავა   თავის თანაპარტიელებს მიმართავს და   მოქმედების  დირექტივებს აწვდის.

 

აღსანიშნავია, რომ  გაზეთი წერილის ავთენტურობაზე  პასუხისმგებლობას  თავის თავზე არ იღებს, თუმცა მის ტირაჟირებას ახდენს.

 

  წერილის შინაარსი ასეთია:

 

მოგესალმებით ყველას გულითადად. აგვისტო მძიმე იყო, მაგრამ გადავაგორეთ მატროსოვის ბინადრებმა, მძიმე სიცხისა და უმოძრაობისგან ყველა და ყველაფერი ისვენებდა, მათ შორის ეს სასამართლოებიც. სექტემბრიდან, გარეთაც და შიგნითაც, ცხოვრება გახალისდება. ჩემზე არაფერს მოგწერთ, ვისთანაც ხშირად მაქვს ურთიერთობა და ასევე ადვოკატები გაწვდიან ინფორმაციას, რომ არა მიჭირს რა. ვარ მხნედ, ვიკლებ წონაში, ვკითხულობ წიგნებს და ვწერ რაღაც-რაღაცეებს. მოკლედ, მინდა ჩემი მოსაზრებები და დაკვირვებები გაგიზიაროთ. შევეცდები, ვიყო გულახდილი, ყალბი მორიდებების გარეშე. ყველა ვთანხმდებით, რომ უნდა გავაქტიურდეთ, რომ ასე წინ ვერ წავალთ. ერთი სიტყვით, რაღაცეები შესაცვლელია. არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ აქამდე რამე დავაკელით ან სხვანაირად რამე გამოვიდოდა, ან ამ წუთას სხვაგვარად რომ გვემოქმედა, სხვაგან ვიქნებოდი. ამ პოზიციაში არავის ვეთანხმები, მათ შორის არც მიშას, რომელიც ფიქრობს, რომ სხვა მოქმედებით შეიძლება დღეის მდგომარეობა სხვაგვარი ყოფილიყო. ეს ორი წელი, ანუ, განვლილი სამი არჩევნები, დაჭერები, დაწიოკებები გავიარეთ ზუსტად ისე, როგორც ამას საქმე მოითხოვდა. პარტია გადარჩა, ერთიანობა შევინარჩუნეთ, მარტივად ვთქვათ, ჩართეთ ტელევიზორი - ჩვენს გარეშე არ შედგება და არც დგება შოუ სახელად საქართველოს პოლიტიკა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საკმარისია და ასე უნდა გაგრძელდეს.

 

 

განვსაზღვროთ რა არის ამოცანა

 

ზოგადი: ივანიშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორება.

 

მე სწორედ შეგნებულად ვწერ ასეთი ფორმულირებით, რადგან ეს მიზანი უფრო ფართოა. ეს არ ნიშნავს ავტომატურად ჩვენს მთავრობაში მოსვლას და ტოვებს სხვადასხვა ვარიანტებს მოქმედებებისთვის. არსებობს სამი ვარიანტი:

 

) სტანდარტული: ვიგებთ 2016 წლის არჩევნებს.

 

) ივანიშვილს უმხედრდებიანზაპადნიკები", ირევა პოლიტიკური ლანდშაფტი და 2016-მდე დგება ახალი კოალიცია, ანუ ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდება. აქ არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ხელისუფლებაში მოდიხარ, ან მიდიხარ, ოღონდ 2016-ის მოგების მერე.

 

) ისე ირევა სიტუაცია, რომ ხდება ის, რაც უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ქუჩაში დაგდებულ ძალაუფლებას, ანუ რევოლუციური სცენარი.

 

 

 

პირველი ვარიანტი ნაკლებად რეალისტურია. თუ ასე მდორედ წავიდა ყველაფერი, როგორც მიდის, ამ მთავრობას  მომდევნო ოთხი წელიც ექნება. ჩვენი დაჭერების თემამ და -ზე გამოცხადებულმა ძებნამ, არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ ეგ რამენაირად დააზიანებს ამათ, არა იმდენად, რომ ხალხი რევოლუციაზე გამოგყვეს. ჩვენი დაჭერები, ჩვენი პრობლემაა და არა ხალხის (ამაზე ქვემოთ). ბიზნესს ესენი მაინცდამაინც არ აწუხებენ, არაფერს არ აკეთებენ, როგორც შევარდნაძის მთავრობა, მაგრამ ამ არაფრის კეთებით, ინერციით გაძლებენ. პარლამენტის არჩევის სისტემას, ჩემი აზრით, არ შეცვლიან და, შესაბამისად, ჭრელი კორუმპირებული უმრავლესობა ექნებათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ 16, 17, 18 ერთიანი საარჩევნო ციკლია დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო 12, 13, 14, არჩევნები. ანუ, თვე ჩვენ 16-ის არჩევნებზე ვლაპარაკობთ, მაშინ ვსაუბრობთ მთელ ციკლზე. ამ ციკლის მოგება ძაან გაჭირდება. ელემენტარულად ფული არ გეყოფა, ამიტომ მე მიშას მოსაზრებას ვიზიარებ, რომ 16-მდე უნდა დავანგრიოთ ესენი.

 

ანუ  2016-ის არჩევნებზე, არ უნდა ჰქონდეთ სახელისუფლებო ბერკეტი. თუ ექნათ, მაშინ მთელ ციკლს მოიგებენ. მე რასაც ვატყობ, ჩვენი პარტიის შიგნით, ღია თუ დახურული დებატები 2 და 3 სცენარებს შორის მიდის. უბრალოდ, ეს სცენარები გადაეჯაჭვა პერსონალური ურთიერთობების პრობლემებს. ანუ მარტივად ვთქვათ, მიშა ზუის, რომ ჟვანია-ბურჯანაძე დემოკრატებს დაემსგავსა და არ მოსწონს არაფერი. ოღონდ ამას იმდენად უსამართლოდ და უსაქციელოდ აკეთებს, რომ ბუნებრივად გრჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ საკუთარ პოზიციონირებაზე დარდობს და სხვა ყველაფერი კიდია. არა და სტრატეგიულად ბევრ რამეს სწორად ამბობს. სამწუხაროდ, მიშა რევოლუციაზე ხშირად მხოლოდ იმიტომ საუბრობს, რომ ხაზი გაუსვას აქ პარტიის არასწორ საქმიანობას და არა იმას, რომ რაიმე კონკრეტული გეგმა ან სტრატეგია აქვს.

 

 

 

მოკლედ, ვინაიდან მიშაც გააქტიურდა ადგილობრივ პოლიტიკაში (აქამდე მაინც მეტ-ნაკლებად ტაიმაუტი ჰქონდა აღებული), ყველამ ხელახლა უნდა გადავაფასოთ და ვთქვათ:

 

 

) ეს პარტია არ არის არც თბილისში პარტიის საჭესთან არსებული პირების საკუთრება, მაგრამ ასევე არ არის მიშას საკუთრება.

 

) მიშა ბრუნდება ადგილობრივ პოლიტიკაში, შესაბამისად ლეგიტიმურად პარტიის ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგრამ გადაწყვეტილებები კვლავ კოლეგიალურად მიიღება.

 

) აუცილებელია, შევჯერდეთ მოქმედების ერთიან სტრატეგიაზე.

 

 

 

ჩემი აზრით, სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს იმ ფაქტს, რომ დავივიწყოთ 2016-ის საარჩევნო ციკლი. თუ ჩვენ ორიენტაციას 2016-ზე ავიღებთ, 2015- ჩუკენობაში გავატარებთ. ამიტომ დავანებოთ -თან ჭიდაობას თავი, ვთქვათ, კი ბატონო, მოვდივართ რევოლუციის სცენარით და ჩამოვყაროთ, რას ვაკეთებთ და ვინ რაზეა პასუხისმგებელი. ამით მოიხსნება წინააღმდეგობა,რომ ვიღაცას რევოლუცია უნდა და ვიღაცას ეშინია და წყნარი ოპოზიციური ცხოვრება უნდა.

 

 

ამ საკითხებს, ცხადია, უკავშირდება, ჩვენი ციხიდან გამოხსნა. ალბათ, ყველა ვთანხმდებით,რომ 7-დან ერთ საქმეზე, მინიმუმ მოსამართლეს გატეხავენ და რაღაცას მოგვისჯიან, არამედ, იმდენი რამდენიც პოლიტიკურად ექნებათ თავი, რომ გვამყოფონ. მენდეთ, წყნარი პოლიტიკური ცხოვრების პირობებში, აქ ჩვენ დიდი ხანი ვიყურყუტებთ. უცხოელების ზეწოლა ვნახეთ უკვე რაც იყო, კი ბატონო, სტრასბურგში პოლიტპატიმრებად გვაღიარებენ, ამათ ეს ცალსახად კიდიათ (ამათ ხელისუფლებაში ბოკერია არ ჰყავთ, სამწუხაროდ). გაიხსენეთ, როდის ვუშვებდით ჩვენ ამათ, .. პოლიტპატიმრებს. როცა მიტინგებს, საკნებისა და არეულობის საფრთხეები იყო და გარიგების შედეგად ვუშვებდით ამათ ტიპებს გარეთ. ანუ, თუ არ შევქმნით კრიზისებს, დაივიწყეთ თავისუფლება. ეს ცალსახაა და მგონი, არც არავინ შემეკამათებით. ამდენად, ჩვენი 2014-2015 წლის სტრატეგიული ამოცანააა...

 

 

ამოცანა:

) სრული აპოკალიფსის სურათის შექმნა

 

) ყოველდღე თუ არა, კვირაში სამჯერ სექტორალური პატარ-პატარა აქციები. მაგალითად: სერგომ (სავარაუდოდ, საუბარია, სერგო რატიანზე. - რედ.) ჩაიბას ის უფლებააყრილი სტუდენტები. იყოს 20-კაციანი აქცია, რეცეპტებზე, სოცდაუცველებზე, დევნილებზე. ბევრი პატარ-პატარა აქცია, რეპეტიციაა დიდი. პატარა აქციებზე წამოიკიდებ ვინმეს, მაგალითად, სრულიად უსაგნო კოსტუმების აქციაზე წამოეკიდა ვიღაც კანცელარიის დაცვის უფროსი, რომლებსაც აქ ჩემი ექიმები ლანძღავდნენ სამი დღე. დიახ, უნდა ვიყოთ პროვოკაციულები და ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა იყოს ჯოჯოხეთი. ჩემზე უკეთ ვინ იცის, 20-30 კაციანი აქციაც კი პარალიზებას იწვევდა მერიის, ისე რომ ხალხის მოსულიერება მიწევდა. ასე და ამრიგად, ყველამ უნდა ჩაიბას სხვადასხვა მიმართულება. სიტყვაზე: სერგომ განათლება, ჭიამ (ჭიაბერაშვილი. - რედ.) სამედიცინო, მელიამ მერია, თვითმმართველობა და .. არ არის აუცილებელი, რომ თვითონ ვჩანდეთ, ხანდახან გამოვჩნდეთ კიდეც. მთავარია, მუხტის კონსოლიდაცია და სწორი მიმართულებით წარმართვა. დავანებოთ თავი ამ პოლიტპატიმრების აქციებს, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი პრობლემები, ჩვენი პრობლემებია და ეს ნაკლებად  ადარდებს ხალხს. ჩვენი ამოცანაა ნუ შეგვეშინდება მარგინალიზაციის. ჩვენი გარანტირებული ელექტორატი გვყავს, რაც, სამწუხაროდ, არ მატულობს, მაგრამ არც იკლებს. კრიზისული და რევოლუციური მუხტი საარჩევნო რეიტინგებით არ იზომება. შემოდგომაზე აუცილებელია ერთი ტალღის გაკეთება, მარტო ერთდღიანი აქცია არ ივარგებს, არ კმარა. გავიხსენოთ, ესენი რას აკეთებდნენ. შიმშილობა ლიდერებისა და აქტივისტების. ჩვენც უნდა გავაკეთოთ (აქედან ჩვენც ავყვებით) უსუფაშვილის მისაღებში შიმშილობა (რა? „ახლები" თუ შიმშილობდნენ, ჩვენ არ გვეკადრება?!), ეს ქმნის ქაოსის განცდას. მუდმივ პრესინგში ამყოფებს ამათ და გზადაგზა აუცილებლად შეცდომას დააშვებინებს, რაც მოგვცემს საშუალებას, წამოვიკიდოთ და მერე პატიმრებზე ვევაჭროთ.

 

 

 

აუცილებელია, ბაქრაძის თაოსნობით (შემადგენლობა გასაგებია), აღდგეს კომუნიკაცია პატრიარქთან. კრიზისულ სიტუაციაში თუ მანამდე ნამუშევარი გვაქვს და გამოვა და ეტყვის, რომ ხალხი ციხიდან გამოუშვი ან რამე მსგავსს. გაიხსენე, ისინი როგორ ეფექტურად იყენებდნენ. ამოიგდეთ თავიდან,რომ ჩვენ არ ვუყვარვართ, მას არც ბიძინა უყვარს და მოქმედებს სიტუაციის მიხედვით. მოკლედ, ამოცანა, პატარ-პატარა კრიზისებით დავიწყოთ და ამ შემოდგომაზე ერთი დიდი კრიზისი გავუჩალიჩოთ. საკმარისი ჯერ არ იქნება, მაგრამ აუცილებელია დასაჯანჯღარებლად, ვისაც არ მოსწონს სიტყვა რევოლუცია, ჩათვალეთ ეს პრაგმატულ მოქმედებად ჩვენი აქედან გამოსახსნელად, რაც, მგონი, არაა პატარა ამოცანა. ამათ რეალურად და ობიექტურად 14-ის დარჩენილი და 2015 წელი აქვთ იმისთვის, რომ ანახონ ხალხს, რომ რაიმეს გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება, ეს მათი არჩევანია, როცა დაგვიჭირეს ყველა, რევოლუციური სცენარი თავად აირჩია ბიძინამ. შურისძიება ყოველთვის წარმოქმნის თავგანწირულ წინააღმდეგობას. მოკლედ, ახლა ეს თავგანწირვაა საჭირო. ეს წმინდა პრაგმატული არჩევანია და არაა ლიტონსიტყვებიანი ემოციები. რაც შეეხება თავად პარტიას, საკმაოდ ჩაიკეტა, მათ შორის ჩვენი სატელიტი ჯგუფებისთვისაც. ზოგი ექსპერტობს, ზოგი ადვოკატობს. არ ვიცი, რა შეიძლება ვქნათ? ვანოს იდეა მე მომწონს (აღარ დავწერ, უკვე მოვიწერე), ეგ შეიძლება იყოს დაინტერესების საფუძველი.

 

მე მგონი, ასევე აუცილებელია, რომნაციონალური მოძრაობა" იყოს მთავარი მაგნიტი და ოპოზიციური დიალოგის ინიციატორი (ცხადია, ბურჯანაძე-ივანიშვილი არ იგულისხმება). მერე რა, რომ ეს პატარ-პატარა პარტიები არაფერს წარმოადგენენ. სულ მცირე, შენ წარმოგაჩენენ დიდად? დღევანდელი პოლიტიკური დისპოზიცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს და ეს პლატფორმა აუცილებლად გამოგადგება. შევქმნათ საკოორდინაციო საბჭო, შევკრიბოთ ორ კვირაში ერთხელ, გავაკეთოთ დღის წესრიგი, მაგალითად, დემოკრატიული რეფორმების საარჩევნო სისტემაზე. მოკლედ, უნდა ვჩანდეთ ფლაგმანად. ეს მნიშვნელოვანია, თუნდაც იმით, რომ, თუ იქით რღვევა წავა, აქეთ მზად, კარგად შეფუთული პლატფორმა იყოს. მე მაინც მგონია,რომ ვიდრე ალასანიას გამოასხმევინებენ,მარგველაშვილი შექმნის რაღაც მოპარტიოს, ელისაშვილი, კახიშვილი და ეგეთი ხალხის ბაზაზე. ერთი სიტყვით, თუ ჩვენ გამწვავებაზე წავედით, მოვლენებს დავაჩქარებთ. მოკლედ, აუცილებელია გამბიტის თამაში, კი, რაღაც დოზით ვზარალდებით, მაგრამ ისინი უფრო ზარალდებიან. საკომპენსაციოდ რომ რესპექტაბელურები გამოვჩნდეთ, პარლამენტის ტრიბუნაც გვაქვს. რაც შეეხება აღმასრულებელი მდივნის არჩევას, ამ ფონზე, ჩემი აზრით, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია,რადგან ცალკე აღებული ვერანაირი მდივანი ვერ განახორციელებს ამას ყველაფერს. ეს საერთო მზაობა უნდა იყოს, აღმ. მდივანი მნიშვნელოვანი მენეჯერია, მაგრამ პოლისე ისსუე ჩვენ ყველას ერთად, მათ შორის მიშას, ერთიანი გადასაწყვეტია. მე ფრაგმენტული ინფორმაცია მაქვს ამ თემაზე. ვიცი სამი ვარიანტი. ზურა ჯაფარიძე, სერგო რატიანი, ზაზა ბიბილაშვილი. არ დავიწყებ არც ერთის მოფერებას და სიმპათიის დადასტურებას. სამივე ძალიან ღირსეული ადამიანია ცხადია (ჯაფარიძე მითხრეს უარს ამბობსო). მოკლედ, მე არ ვიცი დეტალები, მხოლოდ შემიძლია წარმოვადგინო მოძრაობები წინა გამოცდილებიდან გამომდინარე და ძალიან არ მინდა იგივე მოხდეს. აღმ. მენეჯერი იქიდან გამომდინარე ავირჩიოთ, ვთანხმდებით თუ არა ძირითად სამოქმედო გეგმაზე და რა ხედვა ექნება თითოეულ კანდიდატს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია