დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტი ელისო ჯანაშია დეპუტატ ეკა ბესელიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/09/08 16:16:29

 

ჟურნალისტმა ელისო ჯანაშიამ დღეს სპეციალური განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო და ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სადაც პარლამენტარ ეკა ბესელიას მხრიდან შეურაცხყოფებზე საუბრობს და დეპუტატისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გთავაზობთ ამ მიმართვის ტექსტს:

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს

სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს

საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს

ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებს

 

TSpress.ge-ს დამფუძნებლისა და რედაქტორის ელისო ჯანაშიას

 

მიმართვა

 

რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საჯარო სივრცეში მომაყენა შეურაცხყოფა. დეპუტატისგან მოვითხოვ პატივისა და ღირსებისშემლახველი განცხადებების გამო, ასევე საჯარო სივრცეში ბოდიშის მოხდას. მსგავსი განცხადებები მისი მხრიდან პირველი არ არის, რაც TSpress-ის მიერ მისი საქმიანობის ამსახველ კრიტიკულ სტატიებსა და ჟურნალისტურ გამოძიებებს უკავშირდება. (სტატიების ლინკები იხ. დანართი 1)

 

მსგავსი ცილისმწამებლური შინაარსის განცხადებები დეპუტატმა იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პრესკნფერენციაზე, მის მიერ ფოთის თვითმართველობაში უხეშად ჩარევის შესახებ კითხვის საჯაროდ დასმის შემდეგ დაიწყო და რაც, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.

 

ამჯერად, რამდენიმე დღის წინ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ცილისმწამებლური და მადისკრედიტებელი განცხადება და ეს ყველაფერი უკვე ფაქტობრივად  ჟურნალისტის წინააღმდეგ პოლიტიკოსის მიერ გამოცხადებულ ომს დაემსგავსა, რაში ჩართვაც არ არის ჩემი სურვილი და მიზანი, ვინაიდან ეს ჩემი საქმიანობის ფარგლებს სცდება. მე ვეწევი ჟურნალისტურ საქმიანობას და ვაშუქებ ფაქტებს. თუკი პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მის მიმართ ადგილი აქვს ცილისწამებას თუ ღირსებისა და პატივის შელახვას, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, რასაც, ამ ხნის მანძილზე, ჩემი და გამოცემის უშვერად ლანძღვის, მუქარის, შანტაჟისა და დისკრედიტაციისაგან განსხვავებით, ადგილი არ ჰქონია.

 

ჩემს მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური მასალები ყოველთვის ეყრდნობა ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რასაც, გასულ წელს, ეკა ბესელიას მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გასაჩივრებული 22 სადავო პუნქტის აბსოლუტურ უმრავლესობაში ჩვენი გამოცემის გამართლების ფაქტიც ადასტურებს. ქარტიის დასკვნით, ფაქტობრივ უზუსტობებს ადგილი არ ჰქონია.

 

ამის შემდეგ ეკა ბესელიამ, წინა ხელისუფლებების მიერ კარგად აპრობირებული იგნორირების მეთოდი აირჩია, თუმცა, ის ზოგჯერ ამ მეთოდსაც ღალატობს და ჟურნალისტთან ურთიერთობის ნორმალური და ცივილიზებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელ სტანდარტული ფორმის ნაცვლად, პირად შეურაცხყოფაზე გადადის - არღვევს რა ჟურნალისტის უფლებებს და იჭრება მის საქმიანობაში, რაც მისთვის არასასურველი ფაქტების გახმაურების გამო ანგარიშსწორება, ზეწოლა და საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლაა.

 

რამდენიმე დღის წინ, მის მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საჯაროდ გამოქვეყნებული არნახული სიძულვილის ენით გამოხატული ცინიკური და უშვერი ლანძღვა შეიცავდა შემდეგ ფრაზებს:

 "ჩემი ცნობილი ,,ფანის,, ჯანაშიას...", "ჩემი აკვიატებით შეპყრობილი ელისო ჯანაშიას...", ეგ მარტო არაა შეპყრობილი, ბევრ ნაციონალან ერთად ამ დღეშია, არ ვაქცევ ყურადღებას და გადაირია...", "დაჩის სიცოცხლე მას და მისნაირებს არ ადარდებთ", "მდაბიო ჯანაშიას ან მისთანების...", "ასჯე დაწერა სტატია და ეს ფოტო უდევს ამინდზე რომ წერს მაშინაც...", "არც ვაპირებ გავაგრძელო ჯანაშიას მოდელირებული ქრონიკის ბოდვას ავყვე...", "ჯანაშიას და მისთანებს რომ არ ეღირსებათ..." და მისთ.( ტექსტი სრულად იხ. დანართი 2) - რაც მიმაჩნია, რომ ცილისწამება, შეურაცხყოფა, მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ზეწოლით განხორციელებული საქმიანობაში ხელშეშლაა.

 

აქვე განვმარტავ, რომ ბესელიას აღნიშნული კომენტარი მოყვა ჩემს მიერ სააგენტო epn.ge-სთვის მიცემულ კომენტარს, სადაც ვაცხადებდი, რომ ფოთის მერიის ბალანსზე რიცხული ძვირადღირებული ავტომანქანით (TOYOTA PRADO სახელმწიფო ნომერი BBT-880) ფოთის მერთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე და ყოველგვარი პროცედურის დარღვევით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი სარგებლობდა.

 

სტატიის  http://www.epn.ge/archives/34698#comments  თავდაპირველ ვერსიაში რატომღაც მე მომეწერა ფრაზა, რომლის თანახმადაც, თითქოსდა ვამტკიცებდი, რომ აღნიშნული ავტომანქანით გადაადგილდებოდა ეკა ბესელიას ვაჟიშვილი რატი მილორავა და "სქაი ბარის" დიჯეის დაჩი დარჩიას მკვლელობის დღეს ავტომანქანა ბართან იდგა.

 

სტატიის წაკითხვისთანავე საჯაროდ გავაკეთე განმარტება, რომ რატი მილორავასთან დაკავშირებული აღნიშნული ფრაზა მე არ მეკუთვნოდა, რის საფუძველზეც სააგენტოს მიერ მასალა მოგვიანებით გასწორდა. შეცდომის გასწორების მიზნით, თავად მასალის ავტორმა, ირაკლი მანაგაძემ ბესელიას აღნიშნული ცილსიმწამებლური განცხადების საპასუხოდ იქვე განმარტა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებასთან მე კავშირი არ მქონია, თუმცა პარლამენტარს ლანძღვისა და ცილისწამების გამო, არც ამის შემდეგ უგრძვნია რაიმე უხერხულობა და ცილისწამებისთვის ბოდიში არ მოუხდია. სავარაუდოდ, მისი რისხვა და ანგარიშსწორება, ფოთის მერიიდან ავტომანქანის უკანონოდ გაყვანის ფაქტის ჩემს მიერ გახმაურების გამო გრძელდება.

 

მიმაჩნია, რომ ეს წლების მანძილზე ჟურნალისტთან ურთიერთობის  დამკვიდრებული არაკორექტული და კლიენტელისტური ფორმის გაგრძელებაა, რაც, როგორც ჩანს, საზოგადოებისა თუ თავად პოლიტიკოსთა მხრიდან, რეაგირების პერმანენტულად არქონითა და ხელის უსამართლოდ გადაფარებითაა-ხოლმე წახალისებული .

 

მოგმართავთ, ქვეყნის ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი მთავარი დამცველის მიერ შელახული ჩემი უფლებების დაუყოვნებლივი და ადექვატური რეაგირების მოთხოვნით და აქვე მივმართავ ფოთის მერს, ირაკლი კაკულიასა და ფოთის საკრებულოს გააკეთონ ასევე დაუყოვნებლივ განმარტება: რატომ გადაეცა კანონდარღვევით სახელმწიფო ქონება მაჟორიტარს სარგელობაში და ვინ არის აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი?

 

 

 დანართი 1

 

ფოთის მაჟორიტარის "ქველმოქმედებები" ამომრჩევლის მოსასყიდად http://www.tspress.ge/ka/site/Investigative_Journalism/15185/

 

იყენებს თუ არა ეკა ბესელია გაუმჭვირვალე საქველმოქმედო ფონდს პოლიტიკური მიზნებისათვის? [Photo,Video] http://www.tspress.ge/ka/site/Investigative_Journalism/14892/

 

მაჟორიტარის გაუმჭვირვალე ფონდიდან ფოთში სანაპირო ზოლი უნდა კეთილმოეწყოს. (ვიდეო)

http://www.tspress.ge/ka/site/articles/14539/

 

ბესელიას ბიუროსთვის ჩამორთმეული toyota-prado მერის "ბავშვობის მეგობარ" მოადგილეს გადაეცა

http:/www.tspress.ge/ka/site/articles/14764/

 

საქმის გარცევა "ტოიოტა პრადოს' გამო ბესელიას ბიუროსა და ფოთის თვითმმართველობას შორის.

http:/www.tspress.ge/ka/site/articles/14439

 

იცავს თუ არა ეკა ბესელიას ფოთის პროკურორის აგარაკის წინ პოლიცია?

http://www.tspress.ge/ka/site/articles/14732/

 

ძალაუფლებისთვის ბრძოლა ბესელიასა და ფოთის მერს შორის

 

ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს

 

დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video]

 

კუდ-ის მიერ ფოთის მერიისთვის დაბრუნებული მანქანით ბესელიას ბიუროს უფროსი სარგებლობს

 

ბესელიას კადრის მიერ 1000 ლარით გაზრდილი ხელფასი და 42 ათასიანი მანქანა

 

დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის

 

ბესელია - ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია [Video]

 

 

 

 

დანართი 2

 

Ekaterine Beselia
არ ვაპირებდი ამ ამაზრზენ ტყუილზე მეტ გამოხმაურებას, მაგრამ ბოლო ,,ჟურნალისტური გამოძიების,, მასალამ და ჩემი ცნობილი ,,ფანის,, ჯანაშიას გაცვეთილი თემებით გამოჩენამ გახსნა ჩემთვის კვანძი არიადნას ძაფის. გაუშიფრა საიდან მოდის ეს სიბინძურე. ეს ჩემი აკვიატებით შეპყრობილი ელისო ჯანაშიას მორიგი იაფფასიანი სიმდაბლეა თავისი გაცვეთილი ჯიპის თემით. რომ კითხოთ როგორ ხარო–გეტყვით ბესელია ვიდრე არსებობს, ცუდადო...ეგ მარტო არაა შეპყრობილი, ბევრ ნაციონალტან ერთად ამ დღეშია, არ ვაქცევ ყურადღებას და გადაირია...დაჩის სიცოცხლე მას და მისნაირებს არ ადარდებთ, ეს ტრაგედია არ აინტერესებთ, მისთვის ყველა ტრაგედია საკუთარი ბოღმის გადმონთხევის საბაბია, ისევე როგორც მისნაირების... ამ ოჯახს ვუსამძიმრებ...არ ვიცნობდი...პირველმა პრესა.გე–მ დამირეკა და კომენტარი მთხოვა, თქვენი შვილი 29 ში თურმე სქაი–ბარში იმყოფებოდა როდესაც მკვლელობა მოხდაო. მიჩვეული ვარ უკვე იმდენი განსაცდელი გავიარეთ მე და ჩემმა ოჯახმა რომ ეს მორიგი პროვოკაცია იყო, მაგრამ მარტივი იყო პასუხი. რატი უკვე რამდენი ხანია თბილისში არც ყოფილა, ბოლო კვირა კი აჭარაშიათქო. ადგილიც ვუთხარი სად იყო ჩემს ძმასთან ერთად, მერე დაიწყო.....წარმოუდგენელი კი მგონია არაფრისგან შექმნა თემა, მაგრამ ეს ნაციონალების სტილია...გაჩდა საშინელი კომენტარები...წითელი ხაზის გადაკვეთაა, როდესაც ეხები უზნეოდ ოჯახს, შვილებს..ჩემს გამო ისედაც ბევრი გადაიტანა ჩემმა ოჯახმა...რატი 16 წლის იყო მის მეზობელს და გუნდელს რომ გამოესარჩლა ტოფიტა კამფეტის გამო რომ ცემდნენ და დცვა ცადა...მას ამისთვის ბრალი წაუყენეს და 1 წელი მსჯიდნენ ამით...მერე ჩემი ძმასთან ერტად დააკავეს პოლიციას გაუწია წინააღმდეგობაო და ესეც 1 წელი გრძელდებოდა ჯოჯოხეთის დღეები...მაშინ არ შემშინებია პირსისხლიანი რეჟიმის დროს და ერთი დღე არ შემიწყევტია ბრძოლა და დღეს როდესაც თავისუფლების სივრცე მოვიტანეთ, მდაბიო ჯანაშიას ან მისთანების შანტაჟი რამეს ნიშნავს ნეტა? გაცვდა მისი მოგონილი ჯიპის თემა, ასჯეტ დაწერა სტატია და ეს ფოტო უდევს ამინდზე რომ წერს მაშინაც, ახლა სქაი–ბართან უნახავს თურმე, ხვალ სად მოელანდება კითხეთ....ვინმე ტამუნა ბ. გამოჩდა თურმე...და ასეთ სისულეებს აფარებენ თავს. ახლა ელისო ჟ .გამოჩდება , რომელიც მანაგაძეს დაასახელებს იქ იყო მკვლელობის ადგილასო და აბა წავუყენოთ ბრალი..... ესაა ტქვენი ლოგიკა? რა უნდა მოიგონოთ და შეთხზათ როდესაც მარტივ კითხვაზე ვერ მპასუხობთ: მაჩვენეთ ერტი ადამიანი ვინც იტყვის რომ რატი იმ დღეს კი არა ბოლო თვე თბილისში ნახა...უამრავი ადამიანი წერს დღეს ვინც იყო მასტან პირადად აჭარაში... რა უნდა მოიგონოთ აბა განაგრძეთ..სადამდე მივა უზნეობის მაშტაბები....არაფერს ვამტკიცებ და არც ვაპირებ გავაგრძელო ჯანაშიას მოდელირებული ქრონიკის ბოდვას ავყვე ან ზონა ნიუსის და მისი მიმდევარი ნაციონალების, მე მაწუხებს ის,რომ მკვლელ გარემოს ასეთი ადამიანები ქმნიან,ვისთვისაც არც დაჩის სიცოცხლე და არც ბევრი დაჩის სიცოცხლე არ არის მთავარი, ტრაგედიას საკუთარი ბოღმის გადმონთხევის არენად იყენებენ და ხარობენ.... მე ამაზე მეტისთვის გამიძლია, ჩემს შვილს და ოჯახს ასევე უარესისთვის, ჯანაშიას და მისთანებს რომ არ ეღირსებათ იმ ღირსებით იარა ის წლები და პატარა ბიჭმა გაუძლო ყველაფერს, მაგრამ თქვენ მებრალებით–ამ ბოღმით და შურით როგორ უნდა იცხოვროთ? მე თმენის ვალდებულება მეტი მაქვს ვიცი, მაგრამ არასოდეს არ იყო ჩემთვის არანაირ ტანამდებობა ღირსებაზე ღირებული და არც იქნება.არ მაქვს უზნეობის თმენის ვალდებულება და წითელ ხაზებს არავის გადმოვალახინებ...ამით იმათ ვაფრთხილებ, ვისაც გონია ყველაფრის უფლება აქვს. მადლობა იმ უცნობ ადამიანებს, ასე რომ შეებნენ ცილისმწამებლებს მტელი დღეა და ნერვები არ დაზოგეს...მადლობა იმიტომ რომ წესებს იცავთ და ფასეულობებს და არა მე ან რატის. რატის დასაცავი არაფერი ჭირს ღვთის წყალობით. ცილისწამება კი თუ დაითმენ დიდი მადლიაო მოძღვარმა მითხრა და შევემზადე:–) განაგრძეთ....უბრალოდ ფასადურად მაინც გაიხსენეთ რომ ახალგაზრდა გარდაცვლილი ადამიანის სულს ეხება საქმე... ფირიც საჯარო გახდება და ბევრი სხვა რამეც ვინ თხზავდა ამ მოდელირებულ ქრონიკის მორიგ სერიალს....არაფერი არს დაფარული....

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2505
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია