დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასკოლო სახელმძღვანელოებს სახელმწიფო საჩუქრად არ იძლევა...
2013/08/22 00:19:05

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფოს მიერ მოსწავლისთვის

უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სახელმძღვანელოების და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესის, მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები, რომელიც "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ–გვერდზე განთავსდა. 


სახელმძღვანელოს თაობაზე ხელშეკრულება საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლის მშობელთან, ან მის კანონიერ წარმომადგენელთან იდება. 


სახელმძღვანელოს მოვლის შეფასების კრიტერიუმებია: ყდის მდგომარეობა, სახელმძღვანელოს სისუფთავე, სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა. დაუზიანებელი ყდა ფასდება 5 ქულით, უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულით; დაზიანებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულით; მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს დაცილებული − 1 ან 2 ქულით. 

რაც შეეხება სახელმძღვანელოს სისუფთავეს, შეფასების კრიტერიუმი ასეთია: სახელმძღვანელო მარკირების გარეშე − 5 ქულა; უმნიშვნელოდ მარკირებული − 4 ქულა; მარკირებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულა; მნიშვნელოვნად მარკირებული, სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 0 ქულა. ხოლო სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა ასე შეფასდება: დაუზიანებელი − 5 ქულა; უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულა; დაზიანებული, მაგრამ სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულა; დახეული, არ იკითხება შინაარსი და სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 0 ქულა.
განათლების მინისტრის ბრაძანებით, მოსწავლეს გამოსაყენებლად შეიძლება გადაეცეს არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო. ხოლო, სახელმძღვანელო, რომლის მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა შეადგენს 8-ს და ნაკლებს, გამოსაყენებლად გამოუსადეგარია.
მოსწავლე ვალდებულია, სახელმძღვანელოები გამოიყენოს მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის; არ გადასცეს სახელმძღვანელო მესამე პირებს; უზრუნველყოს სახელმძღვანელოს მთლიანობის დაცვა; გაუფრთხილდეს სახელმძღვანელოებს: არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა.
მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი კი ვალდებულია, რომ უზრუნველყოს მოსწავლის მიერ სახელმძღვანელოების გამოყენება მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის და სახელმძღვანელოების სათანადო მოვლა-პატრონობა; არ დაუშვას მოსწავლის, ასევე ნებისმიერი პირის მიერ სახელმძღვანელოების გადაცემა მესამე პირებისათვის; სახელმძღვანელოს მიღების დროს გადაათვალიეროს ისინი და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საჯარო ან კერძო სკოლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ სახელმძღვანელოზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს; ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთანავე, ასევე მოსწავლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის განხორციელების ან მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში სკოლას დაუბრუნოს სახელმძღვანელოები ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შკალის მიხედვით არაუმეტეს 3 ქულით გაუარესებულ მდგომარეობაში.
მშობელის მიერ აღნიშნულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია, ჩაანაცვლოს სახელმძღვანელო "იდენტური შინაარსისა და რედაქციის სახელმძღვანელოთი". ამ ვალდებულებისგან მშობელი შესაძლოა, მხოლოდ "ობიექტური გარემოების არსებობისას" გათავისუფლდეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია