საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ახალი ნაგავსაყრელი 2017 წლისათვის დასრულდება
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/07 13:43:05

ქუთაისში,   ადგილობრივ მოსახლეობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელის  კეთილმოწყობის  დასრულებული  სამუშაოები დაათვალიერეს   ქალაქის მერმა  შოთა მურღულია,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს.“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა.

 

მიმდებარე ტერიტორიაზე,  პარალელურად,   დასუფთავების აქცია მოეწყო.

 ნაგავსაყრელის ტერიტორიის შესწავლის საფუძველზე შემუშავდა მი კეთილმოწყობის პროექტი და დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.

 პროექტის ფარგლებში გაკეთდა ტერასები, არსებული ნარჩენები მთლიანად გადაიფარა 30 სმ თიხნარი გრუნტის საიზოლაციო ფენით, მოეწყო ძირითადი და დროებითი სამანქანო გზები.

ქალაქის  მერის  შოთა  მურღულიას  თქმით:  "ქუთაისში, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა -2017 ლისათვის   დასრულდება, 

   მის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ  კი  არსებული ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება." 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია