საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გია ბარამიძე:"საქართველო MAP-ს დიდი ხანია, იმსახურებს,თუმცა არაკვალიფიციური მთავრობის გამო, მრავალ მნიშვნელოვან მიზანს ვერ ვაღწევთ!"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/09/05 11:56:56

 

პარლამენტარმა გია ბარამიძემ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებას არაკვალიფიციური და არაეფექტური უწოდა. განსაკუთრებით NATO -სთან ურთიერთობის საკითხში.  გთავაზობთ ამ განცხადებას:


"NATO-სთან პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცება კარგია, მაგრამ არასაკმარისი. საქართველომ ყველა პირობა შეასრულა და MAP-ს დიდი ხანია იმსახურებს თუ წევრობას არა.

MAP-ის არმინიჭებით NATO-მ ჩიკაგოში მიღებულ საკუთარ კომუნიკეს არ სცა პატივი და რუსეთის მიმართ ისევ დაუმსახურებელი დათმობის ნაბიჯი გადადგა.

 

საქართველოს მთავრობა წინასწარ შეურიგდა ამ წარუმატებლობას. სამიტის წინ თვეების განმავლობაში MAP-ის ხსენებაცკი არ ყოფილა მთავრობის წევრების მხრიდან, აქაოდა მოლოდინი არ გავზარდოთო. ეს საოცარი სიბრიყვეა, რადგან ამავე ლოგიკით, მთავრობამ აღარც დეოკუპაციაზე და უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევაზე უნდა ისაუბროს, რაც აბსურდია. 



საჯარო პოლიტიკურ პროცესში, თუ მიზნის მიღწევას მართლა აპირებ, აუცილებელია ამ მიზნის საკუთარი და საერთაშორისო საზოგადოებისათვის მკაფიოდ გაცხადება. ესეცაა სამიტზე ამ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი.



ვწუხვარ, რომ ქვეყანას ასეთი არაკვალიფიციური და არაეფექტიანი მთავრობა ყავს, რის გამო ბევრს ვკარგავთ და მრავალ მნიშვნელოვან მიზანს ვერ ვაღწევთ."

 

გია ბარამიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია