დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერე-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება გაიაფდა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/09/04 13:57:37

 

 ბოლო რამდენიმე კვირაა, საჩხერიდან თბილისისაკენ მგზავრობის ღირებულება განახევრდა. გარდა ,,ცენტრალური ავტოსადგურისა“, ალტერნატიულმა სადგურმა უზრუნველყო კანონმდებლობის სრული დაცვით კომფორტული მიკროავტობუსების საშუალებით მგზავრთბრუნვა.


ალტერნატიული საშუალების გამოჩენამდე საჩხერიდან თბილისამდე მგზავრობა 10 ლარი ღირდა, ხოლო ახლა 4-5 ლარად შეიძლება თბილისამდე მგზავრობა. ჩვენ დავინტერესდით ახალი მომსახურების ხარისხით და მგზავრებს გავესაუბრეთ:


მაკა (44 წლის): ჩემი შვილი სტუდენტია და ხარჯი ძალიან ბევრი მაქვს. ძალიან გამხარდა, ახალმა ავტოსადგურმა რომ გააიაფა ბილეთის ფასი. რა უსამართლობაა, თბილისიდან მგზავრობა ერთნაირი ფასი ღირდეს ქუთაისამდე, სამტრედიამდე, წყალტუბომდე და საჩხერემდე. ამბობენ, რომ 60 კილომეტრით უფრო მოკლეა გზა საჩხერემდე ქუთაისთან შედარებითო. ჩვენიდან თბილისამდე სულ 170 კილომეტრია და რატომ არ იყო აქამდე იაფი? თან ამ ,,მარშუტკებში“ მუდმივად ჩართულია კონდიციონერი და მძღოლებიც თავაზიანად გვეპყრობიან. ამიტომ ყოველთვის ამ ყვითელ მიკროავტობუსებს გავყვები და არა იმ მანქანებს, ცენტრალური სადგურიდან რომ გადის. იმათი მძღოლები არ რთავენ კონდიცირებას, მგონი, არც აქვთ კონდიციონერი ან ხარჯებს ერიდებიან. ამას წინათ ამ მძღოლებს მოუცვივდნენ თურმე მეორე სადგურის ხალხი და ეკამათნენ. თვითონაც ასეთი მომსახურება გაწიონ და ეყოლებათ მგზავრები. თურმე შესაძლებელი ყოფილა იაფად მგზავრობა და აქამდ ეტყავს გვაძრობდნენ!


 გიორგი (27 წლის): თბილისში ზოგჯერ მიწევს ჩასვლა, ჭიათურიდან ვარ, მაგრამ მაინც ამ სადგურზე მირჩევნია ამოვიდე და მერე გავყვე ,,მარშუტკას“. ნეტავ, ჭიათურიდანაც ასე იაფად ივლიდნენ. საჩხერემდე ამოსვლა 50 თეთრი მიჯდება, ანუ 5,50 ლარად ჩავდივარ თბილისში და წმინდა მოგება მრჩება 4,50 ლარი. ეს ფული იქ მეტროთი მგზავრობისთვის მაინც მყოფნის და რატომ არ გავყვები ამ ყვითელ ,,მარშუტკებს“?


ახალი ავტოსადგურის მომსახურების ფასების გამო ცენტრალური ავტოსადგურიდანაც მგზავრობის ფასმა 5 ლარამდე დაიწია. ამის სადემონსტარციოდ, კონკურენტი სადგურის წარმომადგენლებს საჩხერის თვალსაჩინო ადგილას (ე.წ. ,,კრუგთან“) დააყენა მიკროავტობუსი წარწერით, რომელიც გვაუწყებს, რომ მგზავრობის ფასი 5 ლარია.

 

 

ჩვენ არ ჩავწერეთ სადგურის მფლობელების კომენტარები, რადგან თავი აგვერიდებინა თუნდაც მოგონილი ტენდეციურობისათვის. მოსახლეობა კმაყოფილებას ვერ მალავს იმის გამო, რომ კონკურენციამ მათ კომფორტთან ერთად ეკონომიაც მოუტანა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8374
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია