საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნათია ფანჯიკიძე:"ლაშა მახარაძის მკვლელს პოლიცია არ იჭერს, ჭიკაიძის ნათესავიაო"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/09/03 22:30:06

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, თუმცა პოლიცია მას არ აპატიმრებს, რადგან ჭიკაიძის ნათესავია, ხოლო მისი ძმაკაცები პანაშვიდებიდან მიჰყავთ და ცემენო.

 

„გუშინ მოკლული ლაშა მახარაძის მკვლელს დემონსტრატიულად ხელს არ კიდებს პოლიცია, რამაც ამ ბიჭის მეგობრებში გამოწვია ხმები, ჭიკაიძის ნათესავიაო (ეს მათი ვარაუდია უსამართლობის გამო).. სამაგიეროდ, ამ საცოდავი ბიჭის ძმაკაცებს, როგორც მათმა მეგობარმა გოგომ მითხრა, "იპარავენ" პანაშვიდიდან, ვითომ დაკითხვის მიზნით და უკვე მესამე წაიყვანეს და აღარ უშვებენო, ასევე ამბობენ, ცემენო.

 

რა ხდება? ამგვარი გაუგებრობა არავის არ შერჩება და კარგი იქნება, თუ მითქმა-მოთქმის საფუძველი არ იარსებებს. მე არ ვარ ჭორების გამავრცელებელი და არც ისე უბრალოდ პანიკის მთესველი.

 

ადამიანს, რომელმაც ამ წამს ტირილით დამირეკა, ვენდობი და ის კატეგორიაა, რომელსაც ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვამს“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

wyaro http://www.fmabkhazia.com/

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2244
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია