საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საჯარო სკოლებში დირექტორებს ირჩევენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/03 14:49:42

ქუთაისის ყველა საჯარო სკოლაში დირექტორების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

 

ქუთაისის ყველა საჯარო სკოლაში (გარდა 41-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლისა) დირექტორების კონკურსი მიმდინარეობს. სკოლებში მათ წარდგენამდე დირექტორების მსურველებმა ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპები გაიარეს, რათა მოეპოვებინათ სკოლის დირექტრობის უფლება.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს უკვე წარუდგინა დირექტორობის  მსურველი კანდიდატები.


თავის მხრივ, ტესტირებაგავლილ კანდიდატებს საშუალება აქვთ, სპეციალურ კომისიას ის სამოქმედო პროგრამა წარუდგინონ, რითიც აპირებენ 6 წლის განმავლობაში (სწორედ ამ ვადით დაინიშნებიან სკოლის დირექტორები) სკოლის მართვას. დღესვე გახდება ცნობილი, რომელი კანდიდატები რომელ სკოლაში გადანაწილდებებიან. შემდგომ ამისა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამეურვეო საბჭო ვალდებულია დირექტორკანდიდატების წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში აირჩიოს.

 

განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის ინფორმაციით,  დირექტორობის კანდიდატები  იმ სკოლებში ვერ მოხვდებიან, სადაც ადრე მუშაობდნენ.


დირექტორთა შერჩევის პროცესი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე დასრულდება და, შესაბამისად, საჯარო სკოლებს ახალი სასწავლო წლიდან ახალი დირექტორები ეყოლებათ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია