საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საჯარო სკოლებში 2 253 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/03 13:52:47

2014–2015 სასწავლო წლისთვის ქუთაისის საჯარო სკოლებში 2 253 პირველკლასელი დარეგისტრირდა. 

 

როგორც ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა  ბადრი ვაშაკიძემ განაცხადა, პირველკლასელთა  რეგისტრაციისთვის დამატებული იყო ორი დღე, რის გამოც შესაძლებელია პირველკლასელთა რაოდენობა დაახლოებით 100 ბავშვით გაიზარდოს.


ტრადიციულად, ქუთაისში მოთხოვნადი  კვლავ  №1, №3 და №41 საჯარო სკოლები იყო.


პირველკლასელები წელსაც მიიღებენ  სასწავლო კომპიუტერებს, თუმცა, როგორც რესურსცენტრში განაცხადეს, ახალი netbook–ები გაცილებით უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე წინა წლებში დარიგებული კომპიუტერები. ასევე ყველა მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოები გადაეცემა.


მიმდინარე წელს განათლების სამინისტროს ინიციატივით, კლასში მოსწავლეთა  დასაშვები რაოდენობა 25-ით განისაზღვრა, რასაც მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების გამო მხოლოდ 4 მოსწავლე შეიძლება დაემატოს.


 

საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია