დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
CNN-ის ყველაზე უცნაური დაკავებების ათეულში თბილისი პირველ ადგილზეა
2014/09/03 10:50:48

CNN-ის ვერსიით, ყველაზე უცნაურ დაკავებებში საქართველო პირველ ადგილზეა

ცოტა ხნის წინ CNN-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც მსოფლიოში ყველაზე უცნაური დაკავებები იყო აღწერილი. დაკავებებიდან პირველ ადგილს კი იკავებს თბილისში, ილიასა და აკაკის ძეგლთან სტუდენტების დაკავების ფაქტი. CNN-ის ინფორმაციით, 5 სტუდენტი ძეგლთან სურათების გადაღების მცდელობის გამო დააკავეს.


სიაში მოხვდა ისეთი უცნაური დაკავებები, როგორიცაა ბავშვისთვის სათამაშო ბურთის დამალვა, საშობაო საჩუქრის ნაადრევად გახსნა, საგზაო ნიშანთან სექსი და ასე შემდეგ.


შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს 5 სტუდენტი პოლიციამ აკაკისა და ილიას ძეგლთან დააკავა, მათ ბრალი ედებოდათ ბანერის ძეგლთან მიტანასა და სურათის გადაღების მცდელობაში. სტუდენტები პროტესტს გამოხატავდნენ განათლების შესახებ კანონში მიმდინარე ცვლილებების გამო, სტუდენტებიდან ორს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000-1000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია