დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში სკოლების დირექტორებს 5 სექტემბერს აირჩევენ
2014/09/03 09:36:08

შესარჩევ დირექტორთა სია განათლების სამინისტრომ უკვე შეადგინა

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს N977 ბრძანებით განისაზღვრა იმ დირექტორობის კანდიდატთა სია, რომლებიც ასარჩევად წარედგინენ თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს.

 

2014 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამეურვეო საბჭო დირექტორს ირჩევს სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი დირექტორობის კანდიდატებისაგან, მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, 2014 წლის 5 სექტემბრამდე ქალაქ თბილისის ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება დირექტორობის კანდიდატის მიერ პროგრამის წარდგენა და სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევა/არარჩევა.

 

არჩევნებამდე კანდიდატებს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ სკოლიდან მათთვის სასურველი ინფორმაცია გამოითხოვონ და სურვილის შესაბამისად აწარმოონ შეხვედრები.

 

სამეურვეო საბჭო დირექტორს ირჩევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით. დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2746
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია