დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ მოკლა დაჩი დარჩია და რა კავშირი აქვს ამ ფაქტთან ეკა ბესელიას შვილს?
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/09/01 12:20:16

ბესელია ამტკიცებს, რომ მისი შვილი, თვეზე მეტია, თბილისში საერთოდ არ ჩამოსულა...

 

მიშველეთმიშველეთ“… – ეს იყო დაჩი დარჩიას უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან სიცოცხლის ბოლო წუთებში წარმოთქვა. „სქაი ბარისდიჯეი, წარმოშობით ლანჩხუთელი დაჩი დარჩია ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანიდან 10 წუთში გარდაიცვალა. ის მშობლიურ რაიონშია გადასვენებული.


ღამის 4 საათი იყო დაწყებული, რომ მუშაობა დავამთავრეთ და დაჩი სახლში წავიდა. ავლაბრის მეტროსთან სიგარეტი უყიდია და იქვე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღთან ტაქსის გასაჩერებლად გადავიდა“, - იხსენებს თვითმხილველი. მკვლელს სწორედ ამ დროს ჩაურტყამს დაჩისთვის ზურგის არეში დანა, დაჭრილი ისევსქაი ბარისკენწამოვიდა. დაჩის სისხლი სდიოდა. ჭრილობა ძალიან ღრმა იყო. ის მხოლოდ შველას ითხოვდა.


„მიშველეთ, მიშველეთ“, – ამბობდა დაჩი. დაჭრილი მიწისქვეშა გადასასვლელთან ახლოს დავაწვინეთ. სასწრაფო გამოვიძახეთ. საავადმყოფოშიც მე გავყევი, მიყვანიდან 10 წუთში დაიღუპა. ხელებში ჩამაკვდა. როგორც გავიგე, არტერია ჰქონდა გადაჭრილი“, – იხსენებს „სქაი ბარის“ დირექტორ დავით კვირტია.

 

დაჩი ბარის დიჯეი იყო. მკვლელობა შსს- ცხელ კვალზე გახსნა და 1994 წელს დაბადებული , წარსულში ნასამართლევი მიხეილ . განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

 

გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი -, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მიხეილ . შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღიდანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულსგამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).


"სქაი ბარის" ერთ-ერთი  მეპატრონე და დირექტორი დავით კვირტია დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს , რომ დაჩი დარჩიას და მკვლელობაში ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტი "სქაი ბარში" არ დაწყებულა. 


როგორც ამბობენ, დაჩი დარჩია "სქაი ბარში" უკრავდა და მკვლელობის დღესაც ჩვეულებრივად დაუკრა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კი წავიდა.


ცნობისათვის, დაჩი დარჩიას რეჟისორობით გადაღებულია კლიპი ქეთა თოფურიას მონაწილეობით „შაირები“; ასევე დაჩის გადაღებული აქვს კლიპი მამის, ლევან დარჩიას ლექსებზე „ანდერძის მაგიერ“; იგი იყო რეჟისორი კლიპისა „გოგოვ, გენაცვალები“.


დაჩი დარჩია მშობლიურ ლანჩხუთში უკვე ჩამოასვენეს. მას დედა და უმცროსი და დარჩა. დაჩის მამა, ლანჩხუთისთვის კარგად ცნობილი პიროვნება, პროფესიით ეკონომისტი ლევან დარჩია იყო, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა. ლევან დარჩია ლექსებსაც წერდა. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ლექსია „ანდერძის მაგიერ“:

„გმადლობთ, ჩემო შვილებო, კარგი ქალ-ვაჟობისთვის“- წერდა მამა, რომელსაც გულმა მოულოდნელად უმტყუნა.

 

ამ მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჩი დარჩიას მკვლელობასთან, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ეკა ბესელიას უფროს ვაჟს, რატი მილორავას. სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას მოუწოდეს კიდეც, რომ საზოგადოების სიმართლეში დასარწმუნებლად აუცილებელია ბარის ვიდეოკადრების გასაჯაროება. თავად ბარის დირექტორი კი აცხადებს, რომ არც ეკა ბესელიას შვილი და არც ის პირი, რომელიც დაკავებულია, ბარში არ ყოფილან და მკვლელობა ბარში არ მომხდარა.

საზოგადოება ვიდეოკადრების გასაჯაროების მოლოდინშია. 

 

ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში ფაქტთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მისი შვილი, თვეზე მეტია, თბილისში საერთოდ არ ჩამოსულა და ქობულეთში, ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია