საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დირექტორთა შესარჩევი კონკურსის წესში ცვლილებები შევიდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/30 13:50:53

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის #97/ნ ბრძანებით „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2011 წელს მიღებულ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. ბრძანება 2014 წლის 7 აგვისტოდან შევიდა ძალაში. 


1. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. თანხმობის განაცხადის შევსება

„1. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის უფლების მქონე პირი ელექტრონულად ავსებს თანხმობის განაცხადს. თანხმობის განაცხადში დირექტორობის უფლების მქონე პირი უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, რომელშიც სურს, რომ წარედგინოს ასარჩევად სამეურვეო საბჭოს.

 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თანხმობის განაცხადის შევსების ვადის დასრულებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში მართვის სისტემა აქვეყნებს მონაცემებს თითოეული საჯარო სკოლის  დირექტორობის მსურველთა რაოდენობის შესახებ. მართვის სისტემის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გამოქვეყნებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში დირექტორობის უფლების მქონე პირს უფლება აქვს შეცვალოს მის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების დასახელება.

 

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანხმობის განაცხადს, რომლის ფორმასაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მართვის სისტემის უფროსი, ელექტრონულად თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი;

 

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

 

გ) ორი ფოტოსურათი;

 

დ) სამოტივაციო წერილი არაუმეტეს A4-ის ფორმატის ერთი გვერდის მოცულობით;

 

ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;

 

ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.

 

4. დირექტორობის უფლების მქონე პირი გადის გასაუბრებას, მის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან.“

 

2. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:


„მუხლი 201. გასაუბრება


1. გასაუბრების განრიგი ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე თანხმობის განაცხადის შევსების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.

 

2. დირექტორობის უფლების მქონე პირი გასაუბრებაზე კომისიის წინაშე წარადგენს სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვას.

 

3. გასაუბრების შედეგების მიხედვით კომისია:

 

ა) შეარჩევს იმ დირექტორობის  კანდიდატებს, რომლებიც ამ წესის შესაბამისად წარედგინებათ სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად.

 

ბ) დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლებიდან შეარჩევს იმ სკოლას, რომელშიც წარედგინება დირექტორობის უფლების მქონე პირი სამეურვეო საბჭოს ასარჩევად.

 

4. შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია