დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალი პერევში გაიმართება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/08/29 20:44:08

 საჩხერეში, კონფლიქტისპირა ხაზთან მდებარე სოფელ პერევში 6 სექტემბერს დაგეგმილია ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალის ჩატარება.


 ფესტივალის მიზანია ნაციონალური სამზარეულოს პოპულარიზაცია, კულტურათა დიალოგის განვითარება და ჯანსაღი კვების წესის აგიტაცია.

 ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ კავკასიაში მცხოვრები ეთნოსები და სუბეთნოსები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ მრავალფეროვან სამზარეულოს.

 

 დაგეგმილია ნასოფლარ ხახიეთში მემორიალური ტურის განხორციელება (ხახიეთი 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრის შედეგად განადგურდა და ახლა ნასოფლარის ტერიტორიაზე წარმოშობილია ტბა). ამ ტურის ფარგლებში დაგეგმილია გარდაცვლილ ხახიეთელთა (42 ოსი და ქართველის) სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდა.

 

ფესტივალის ორგანიზატორი პროფესორი იზოლდა ხასაიაა.

საკოორდინაციო ცენტრში გაერთიანებულია 12 ადამიანი, რომელთა შორის, საჩხერის ადმინისტრაციული პირები (მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი).

 

 პროექტი ხორციელდება COBERM 2-ის ფინანსური მხარდაჭერით და წარმოადგენს EU/UNDP-ის ერთობლივ ინიციატივას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2920
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია