დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივ გაზეთებს პოლონელები საკუთარი გამოცდილებით ეხმარებიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/24 18:38:15

21-23 აგვისტოს ქუთაისში საქართველოს ადგილობრივი გაზეთების წარმომადგენლებისთვის პოლონელმა ტრენერებმა აგნეშკა ნოვინსკამ და მარჩინ ბანკმა ტრენინგი გამართეს თემაზე „როგორ იწერება მასალა ინტერნეტისათვის“.


 „საინფორმაციო მედიებისაგან ინტერნეტულ მედიებამდე _ ქართული ადგილობროვი გაზეთები ინტერნეტში“ არის პროექტი, რომელსაც ახორციელებს ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი საქართველოს პარტიორულ ორგანიზაციასთან - „ჟურნალისტთა კავკასიის ცენტრთან“ თანამშრომლობით.


ტრენინგზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილმა ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა  ინტეგრირებული მედიის საქმიანობის პრინციპები და მკითხველისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდების სხვადასხვა ხერხები განიხილეს. შეჯამდა პოლონური პროექტის რამდენიმეწლიანი საქმიანობაც.

 

საქართველოში ადგილობრივი გაზეთების მხარდაჭერის პროექტი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3424
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია