საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა საქველმოქმედო აქციაში ჩართვის შესახებ რადიოწამყვანის გამოწვევა მიიღო
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/08/22 17:12:16

 ქუთაისის მერმა საქველმოქმედო აქციაში ჩართვის შესახებ რადიოწამყვანის გამოწვევა მიიღო

 ამის  შესახებ შოთა მურულიამ საკუთარ facebook გვერდზე დაწერა.


,,მინდა გამოვეხმაურო იმ ჰუმანურ აქციას, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. მე ვიღებ გამოწვევას, მადლობა იმ ადამიანს, რომელმაც საშუალება მომცა, ამ ფორმით ჩავრთულიყავი აქციაში .ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ, ვაკეთოდ კეთილი საქმეები და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი გვერდით დგომა სჭირდებათ.

რა თქმა უნდა, მე გადავრიცხავ თანხას ,,wehelp.ge“ -ზე . ვთვლი, რომ ქველმოქმედება არ უნდა იყოს ერთჯერადი, ამიტომ შევუერთდები ,,სოლიდარობის ფონდს“, სადაც ყოველთვიურ შენატანს გავაკეთებ.

 

გამოწვევის მიღებას მიესალმება რადიოწამყვანი და ამბობს რომ მისი მიზანი მხოლოდ წყლის გადასხმა არ იყო  და საქველმოქმედო აქციაში ჩართვა ნებისმიერი ფორმით მისასალმებელია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1852
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია