დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოწვევა!
გადაისხამს თუ არა წყალს ქუთაისის მერი?
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/08/22 13:02:21

ქუთაისის პირველი პირი ,  ქუთაისელმა რადიოწამყვანმა  საქველმოქმედო აქციაში ჩასართავად გამოიწვია. შოთა მურღულიას რადიო დარდიმანდის წამყვანი ლევან ქემოკლიძე ცივი წყლის გადასხმისკენ  მოუწოდებს.

 

აქცია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, საქველმოქმედოა და  თავზე წყლის გადასხმის ფორმით გამოიხატება,  იგი ცენტრალური ნერვული სისიტემის დაავადების, იგივე ამიოტროფიული სკლეროზის მკურნალობის მიმართ საზოდაგოების ყურადღების მიქცევას ისახავს მიზნად.

 

 ,,ამ აქციაში მთელი მსოფლიოს ყველა წრისა და ფენის წრამომადგენლები  აქტიურად არიან ჩართულები, მინდა ამ მხრივ ქუთაისიც გააქტიურდეს, დიდი სურვილი მაქვს, ჩემი გამოწვევა ნებისმიერი ფორმით მიიღოს ქალაქის მერმა, და დანარჩენ თანაქალაქელებს  მაგალითი მისცეს, რადგან სიცოცხლე არის ყველაზე ძვირფასი რამ, რასაც ყველანი ერთად უნდა გავუფრთხილდეთ“- ამბობს  ლევან ქემოკლიძე.

 

თავად რადიოწამყვანი აქციას თავზე წყლის გადასხმის ფორმით შეუერთდა და ამის ამსახველი ვიდეო საკუთარ facebook  გვერდზე დადო.

 

 

მიიღებს თუ არა  რადიოწამყვანის გამოწვევას ქალაქის პირველი, ამის გასარკვევად სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5209
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია