დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოზარ სუბარი:,,დევნილებმა თავი სრულფასოვან მოქალაქეებად უნდა იგრძნონ“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/08/22 12:46:02

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ორი დღის განმავობაში ქუთაისსა და ხონში დევნილთა 15მდე ჩასახლებას ესტუმრა.

 

 ვიზიტის ფარგლებში მინისტრი, დევნილთა პრობლემებს ბუხაიძის, თაბუკაშვილის და ავტომშენებლის ჩასახლებების მაგალითზე გაეცნო, ასევე მოინახულა სამი ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

საცხოვრებელი ფართების დაკანონება,  ინდივიდუალური სველი წერთილების არ არსებობა, მცირე ფართები,  მოძველებული და ნგრევის პირას მისული შენობები და მათი რეაბილიტაცია ან დემონტაჟი და ახლის აშენება,  ეს პრობლემები თითმის ყველა კომპაქტურ ჩასახლებებს აერთიანებს და ამის შესახებ მათ მინისტრს პირადად შეხვედრისას  ესაუბრეს.

 

დევნილების პრობლემების გაცნობის შემდეგ სოზარ სუბარი ქუთაისში მოქმედ იმ არსამთვარობო ორგანიზაციებს შეხვდა, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთა  და ეკომიგრანტების საკითხებზე აქტიურად მუშაობენ.

 

 სუბარმა დევნილების საჭირობების უკეთ გაცნობის და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით  ენჯეო სექტორტან აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

,,2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაახლოებით დევნილთა დაახლოებით  15 მდე კომპაქტურ ჩასახლებაში ვიმყოფებოდი, მათი ძირითადი მოთხოვნბები საცხოვრებელი ფართების დაკნონებაა, იმისათვის რათა თავი სრულფასოვან მოქალქეებად იგრძნონ, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს მათ დაბრუნებას.


ასევე პრობლემად დგას უხარისხოდ აშენებული დევნილთა საცხოვრებელი ფართები, ეს პრობლემას ქმნის როგორც დევნილთათვის ასევე სახელმწიფოს დამტებით ხარჯი აქვს უხარისხო ფართების ხელმეორედ რეაბილიტაციის გამო, ამითომ ეს საკითხი აუცილებლად იქნება ჩვენი ყურადღების საგანი, რაც შეეხება ფართების დაკანონებას როგორც კი მოხდება მათი რეაბილიტაცია იმთავითვე დაიწყება დაკანონების პროცესიც. დევნილებთან სტუმრობის  შემდე მე შევხვდი იმ არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც დევნილთა და ეკომიგრანთტთა თემაზე აქტიურად მუშაობენ და ვფიქრობ ერთობლივი თანამშრომლობით შევძლებთ რომ დევნილებმა თავი სრულფასოვან მოქალქეებად იგრძნონ.“ აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2161
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია