საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/19 12:11:18

 ქუთაისის ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი, ახალი საავტომობილო გზა გაიხსნა. გზის გახსნას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ვაჟა ფანჩულიძესთან, ერთად მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშილი და მისი პირველი მოადგილე ალეკო იოსებაშვილი დაესწრნენ.


ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზის მონაკვეთი 25 წელზე მეტია არ შეკეთებულა. ახალი რეაბილიტირებული 5 კილომეტრიანი მონაკვეთი 10-ზე მეტი სოფლის მოსახლეს ემსახურება, ასევე, გზა უკავშირდება ბაგრატის ტაძარსა და გელათის მონასტერს, ამიტომ ის ტურისტული დანიშნულების გზაც არის.

 

სახელმწიფო დაფინანსებით სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საქმილსადენმშენმა“ შეასრულა და მისმა ღირებულებამ 3 მილიონი ლარი შეადგინა.  სამუშაოებზე 50-მდე ადგილობრივი მკვიდრი იყო დასაქმებული.

 

რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგო ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, ავტობუსების გაჩერებები და საგზაო ნიშნები.

 

BPI

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია