საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„კაზანტიპთან“ დაკავშირებით ანაკლიაში ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდულია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/19 11:54:29

„კაზანტიპთან“ დაკავშირებით ანაკლიაში ავტომანქანებით გადაადგილება დღეიდან იზღუდება.

შსს–ს ცნობით, მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით, 17 აგვისტოდან ანაკლიიდან განმუხურში მისასვლელი საავტომობილო გზა გადაიკეტა, როგორც ავტომანქანებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის. რაც შეეხება ზუგდიდი–ანაკლიის მიმართულებას, ამ მონაკვეთზე ავტომანქანებისთვის გადაადგილება არ შეზღუდულა.


გადაკეტვის ადგილიდან ანაკლიის მიმართულებით და მთლიანად საკურორტო ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს, ავტომანქანები კი მხოლოდ სპეციალური საშვებით დაიშვებიან.

 

შსს მუსიკალურ ფესტივალზე დამსწრეებს ურჩევს თავი შეიკავონ საკუთარი ავტომქანებით გადაადგილებისგან და გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

აღნიშნული შეზღუდვა 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია