დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბათუმში საკრუიზო ხომალდების რაოდენობა გაიზარდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/14 15:46:18

14 აგვისტოს ბათუმის პორტს ერთდროულად ორი საკრუიზო ხომალდი ესტუმრა. მსხვილი ამერიკული საკრუიზო ხომალდი "Seven Seas Mariner" 1200-ამდე მგზავრს, ხოლო შედარებით პატარა საკრუიზო გემი "Harmony G" 60-მდე მგზავრს ითვლის.

 

საკრუიზო ხომალდებს მომსახურებას გაუწევს ტურისტული კომპანია აჭარა ტური დღის ბოლომდე უცხოელი ტურისტები ბათუმის მთავარ ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ, გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს და ფოლკლორს.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის იანვრიდან დღემდე 13 გემია შემოსული, რის შედეგადაც რეგიონს 5700-მდე უცხოელი ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში(იანვრიდან 14 აგვისტომდე) აჭარაში 5 გემი იყო შემუსული 828 მგზავრით. დღევანდელი მონაცემებით 2013 წელთან შედარებით საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკა 69%-ითაა გაზრდილი.

 

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია