დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რთველი - 2014
წელს მევენახეებს ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/14 14:49:03

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია,  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და კახეთის რეგიონში სახელმწიფოს რწმუნებული-გუბერნატორი  ირაკლი შიოლაშვილი რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

 

შეხვედრას კახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.  შეხვედრის მთავარი თემა წლევანდელი რთველის ორგანიზებულად  ჩატარებისთვის  განხორციელებული  მოსამზადებელ სამუშაოების გაცნობა,  სუბსიდიის საკითხების განხილვა და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებისთვის შემუშავებული  ახალი პროგრამების გაცნობა იყო.


სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის მსგავსად, 2014 წელს მოხდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება.


„რთველი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მასთან დაკავშირებით მოლოდინები ძალიან დიდია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გააგრძელოს სუბსიდირება.  ეს კეთდება აღნიშნული დარგის მაქსიმალური ხელშეწყობისთვის, რათა მომავალში  მევენახეობა-მეღვინეობის დარგმა, სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი ჩარევის გარეშე,    დამოუკიდებლად შეძლოს განვითარება,“ - აღნიშნა ოთარ დანელიამ.  მინისტრმა  ყურადღება გაამახვილა  არა მარტო მევენახეებისთვის  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებას  უკავშირდება და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში კახეთის რეგიონში  კომპანია „დელტას“  მიერ წარმოებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოცდა მოხდება.


შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა   რთველი 2014-ის ფარგლებში გასატარებელ  ღონისძიებებთან დაკავშირებით  პრეზენტაცია  წარმოადგინა.


„ჩვენი მთავარი ამოცანაა წლევანდელმა რთველმა შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო უკეთესად  ჩაიაროს.  შარშანდელი ძალიან წარმატებული რთველის  შემდეგ, წელს მოლოდინები კიდევ უფრო გაზრდილია.  ჩვენ  მზად  ვართ  დავიცავთ როგორც მეწარმის, ისე მევენახის ინტერესები და წარმატებით ჩავატაროთ 2014 წლის რთველი.  20 აგვისტოს გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება და ამის შემდეგ,  ღვინის კომპანიები დაიწყებენ ყურძნის ჩაბარება - გადამუშავებას.  ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლებით,  წელს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. მთავარია ვაკონტროლოთ ყურძნის ნაკადები ღვინის კომპანიებთან, რათა არ გაჩნდეს რიგები და არ შეფერხდეს ჩაბარების პროცესი,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


რთველი 2014-ის საკოორდინაციო შტაბი  24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი  სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვებით ერთიან ელექტრონული ბაზაში აღირიცხება. მიმდინარე წლის რთველის სეზონზე ყურძნის ხარისხის კონტროლთან ერთად,  მკაცრი კონტროლი  ქარხნებიდან  ჭაჭის უტილიზაციაზეც  განხორციელდება.


2014 ელს  ყურძნის მოსავლის სავარაუდო რაოდენობა 126 ათას ტონამდე იქნება, აქედან  96 ათას ტონმდე  რქაწითელი და 30 ათას ტონამდე საფერავი. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, წელს სუბსიდიამ შარშანდელთან შედარებით რქაწითეზე უმნიშვნელოდ  შემცირდა  და   35 თეთრს, ხოლო  გადაჭარბებული მოთხოვნის გამო  1 კგ  საფერავზე - 15 თეთრშეადგენ. 


ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილი  წინასწარი  განაცხადები თანახმად, მათი მხრიდან ყურძნის გადამუშავებაზე  მოთხოვნა  რქაწითელზე  60 ათას  ტონას, ხოლო საფერავზე  - 50 ათას ტონას შეადგენს სახელმწიფო კომპანიების მიერ სავარაუდოდ გადამუშავდება დაახლოებით 10 ათას ტონამდე რქაწითელი. წინასწარი მონაცემებით, თბილისსა და საქართველოს რაიონებში საკვები ყურძნის სახით ჯამში 29 ათასი ნამდე რქაწითელი  იქნება ათვისებული.


გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარი მონაცემებით  რქაწითელზე მოთხოვნა  ჯამში  99 ათას ტონამდეა, ხოლო  სავარაუდო  მოსავალი  96 ათას ტონას შეადგენს, წელს ყურძნის რეალიზაციის პრობლემა მევენახეებს არ შეექმნებათ.  

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3286
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია