საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის მინისტრი ENPARD-ის კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/11 16:55:13

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ოთხი ძირითადი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის:  Oxfam (დიდი ბრიტანეთი), Care (ავსტრია), People in Need და Mercy Corps (შოტლანდია) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების და ფერმერთა ასოციაციის  წარმომადგენლები.


შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებმა   მიმდინარე პროექტების შესახებ  პრეზენტაციები წარმოადგინეს. მათ დეტალურად ისაუბრეს ENPARD-ის პროექტების ფარგლებში  უკვე ჩატარებული სამუშაოების  შესახებ.


როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენეთა პერმანენტული შეხვედრების გამართვა, რათა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა უკვე გაწეულ სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.


 

ENPARD-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტების პრეზენტაციას მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი, იური ნოზაძე და  გოჩა ცოფურიშვილი  ესწრებოდნენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2274
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია