საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ შეიძლება, შეიცვალო სტატუსი – მირიან გოგებაშვილის წარმატებული კარიერის დასაწყისი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/05 00:14:42

ყველა დღე უკვე ასე იწყება – იდეების  ფიქრით გადათენების შემდეგ  სამსახურისკენ მიიჩქარის,  მირიან გოგებაშვილისთვის ეს  წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. სტუდენტის და დასაქმებულის სტატუსი ერთდროულდ მოიპოვა და  პირველ რიგში საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ ფურცელზე დაწერილი ექიმის დიაგნოზი – შეზღუდული შესძლებლობის შესახებ, მხოლოდ პირობითია.  მირიანი ამბობს, რომ მთავარი გარემოა, გარემო რომელიც შეზღუდვებს და ბარიერებს არ აწესებს. მისთვის ეს გარემო ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა შექმნა.  

  

,,თავიდან ძალიან მორიდებული,  ნაკლებად კონტაქტური ვიყავი,  კომპლექსები მქონდა და ძალიან მრცხვენოდა მედიასთან ურთრიერთობა, თუმცა, შინაგანად ძალიან მინდოდა აქტიურობა, – დღეს უკვე რადიკალურად შევიცვალე.’’


მირიანისა და   ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  თანამშრომლობა   ეროვნული ინტეგრციის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში დაიწყო, მირიანი ახალგაზრდული ცენტრის წევრი გახდა და ამავე დროს აქტიური მოქალაქეც –ბევრ საინფორმციო და ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვასა და გახორციელებაში მიიღო  მონაწილეობა. 

 

ექვსი თვის წინ კი  ორგანიზაციამ ახალი  –   „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების  თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამის’’  განხორციელება დაიწყო და  მირიანი  ერთ–ერთი პირველი ბენეფიციარი იყო, ვისი სამუშაო უნარების შეფასება პროექტის ფარგლებში  სპეციალურად შექმნილი  ინსტრუმენტის მიხედვით   გადამზადებული დასაქმების კონსულტანტების მიერ  მოხდა.


,,პროექტის მიზანი   იმერეთის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობაა.  ჩვენს ბაზაში უკვე  54–ზე მეტი სამსახურის მსურველი შშმ პირია დარეგისტირებული, მთელი რიგი ფაქტორების გამო, ძალიან ბევრ პირს არა აქვს  გამცდილება, არადა,  როგორც მოგეხსნებათ,  დამსაქმებელთათვის გამოცდილი კადრი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენს ბენეფიცარებს სტაჟირების სერვისსაც ვთავაზობთ, ჩვენი ძალისხმევით  მირიანი მესამეა ვინც, სტაჟირების პროგრამაშია ჩართული, დანარჩენი ორი ექვსთვიან სტაჟირებას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისის ქუთაისის ფილიალში გადის. მირიანი კი ასოციაციაში ,,მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია’’ გადავამისამართეთ, რომელიც კოალიციურ პროექტს ,,პილოტური ბიზნეს –ინკუბატორი’’ ახორციელებს. – განაცხადა დასაქმების კონსულტანტმა  სოფიო ონიანმა.

 

მირიანს ორგანიზაციაში თავისი განსაზღვრული მოვალეობები უკვე აქვს  –  ის ფონდების  მოზიდვის სექტორში მუშაობს. სამუშაოს დაწყების პირველი დღეებიდანვე თანამშრომლების კეთილგანწყობა და ხელმძღვანელობის დადებითი რეკომენდაციები მოიპოვა. ამბობენ, რომ ,,მირიანი ძალიან მშრომელი, კეთილსინდისიერი და მაღალი პასუხსმგებლობის მქონე თანამშრომელია’’.


 – მირიანმაც მიიღო პირველი ემოციები...

,,ცოტა ხნის წინ სამსახურიდან ხურჩაში ვიყავით,  საზღვართან ძალიან ახლოს, დაუვიწყარი იყო და დაუსრულებლად შემიძლია ამაზე ვისაუბრო...’’

მირიანს ბევრი საუბარი სამომვლო გეგმებზეც შეუძლია, ,,ახლა მთავარი ისაა, რომ სტუდენტობა და სამსახური ერთამანეთს ისე შევუთავსო, რომ ჩემს პიროვნულ, კარიერულ ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდონოს."  


მართა მარგველანი  

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2822
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია