საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფსიქიკის სათანადო მართვით, თურმე, სიმელოტის აცილებაც შეიძლება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/08/03 19:00:11

 ბევრს უჭირს იმის აღიარება, რომ ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, ზედმიწევნით საჭიროა ადამიანებისათვის. ფსიქოთერაპია, როგორც ძვირი სიამოვნება, ძალიან ხშირად ხელმისაწვდომი არ არის მოსახლეობისათვის, თუმცა მისი გამოყენება ბევრ უსიამოვნებას არიდებს ადამიანს, მათ შორის – ფიზიკურსაც და ესთეტიკურსაც. თურმე, ფსიქიკის სათანადო მართვით სიმელოტის აცილებაც შეიძლება. რა დამოკიდებულებაა სხეულსა და ფსიქიკას შორის, ამ საკითხზე გვესაუბრება ფსიქოლოგი სოფი ხარატი:


 სხეულის მოძრაობა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე და, პირიქით, ფსიქოლოგიას შეუძლია, გავლენას მოახდინოს ადამიანის მოძრაობაზე.

 ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის ყველა მოქმედება არის კონკრეტულად რომელიმე ემოციის და ხასიათის გამომხატველი, ანუ  სხეული გვეუბნება იმას, რასაც გონება ფიქრობს და ადამიანი განიცდის. შეიძლება ითქვას, რომ სანამ ადამიანი განიცდის, მანამდე ახდენს რეაგირებას სხეული რომელიმე ფიქრზე ან გონების პასუხზე.


 ადამიანის სხეული არის უჭკვიანესი არსება, რომელიც ინახავს ყველა ინფორმციას და აქვს უნარი ,,აპატიოს გონებას  სტრესი თუ უამრავი დაწოლა მასზე ისე, რომ მან მაშინვე არ თქვას უარი ფუნქციონირებაზე.


 ადამიანის სხეულს აქვს პატიების უნარი. მაგალითად, ცალკეული ორგანოები,რომლებიც წლების განმავლობაში დატვირთულია სტრესით, საკუთარ ,,თავში“ ეძებენ ძალას, რომ გადარჩნენ. თუ ადამიანმა არაადამიანური სტრესული სიტუაციისთვის ,,გაიმეტა“  გული ან რომელიმე ორგანო, მაშინ სხეული გამოთქვამს პროტესტს.


 ადამაინის სხეული ორგანოებისგან შედგება, მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ორგანო კანია.  კანი  ყველაზე მეტად გვიცავს გარემოსგან და ამასთანავე, კანი არის ძალიან მგრძნობიარე.


 სახე არის მრავალი კუნთისგან შემდგარი ბადე და ეს კუნთები ერთმანეთზე არის დამოკიდებულნი. ერთი  მათგანის რეაქციაც კი გავლენას ახდენს მთელი კუნთოვანი ბადის მოძრაობაზე, ამიტომაც სახის მიმიკის მოქმედებისას ჩვენ არათუ მარტო ერთი კუნთის, არამედ მთლიანი სახის მოძრაობას აღვიქვამთ.


 მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანს აქვს ძალა, გააკონტროლოს  სხეულის ყველა კუნთის მოძრაობა. ფსიკიკას შეუძლია, აკონტროლოს გულის ცემის სიჩქარე, ხელების, ფეხების მოძრაობის სიმეტრია, თვალების მოძრაობა. წარმოიდგინეთ და ფსიქიკას შეუძლია, აკონტროლოს თმის ზრდის პროცესი და თმის ცვენის პროცესიც კი.


 სხეულის მოძრაობის ხელოვნური შეცვლით კი ადამიანის ფსიქიკაში ხდება ცვლილებები, რომელიც შემდეგი მოძრაობის შედეგებზეც მოქმედებს.


 ეცადეთ მსგავსი ასეთი რამის გაკეთებას: კბილებით დაიჭირეთ საწერკალამი და დაელოდეთ რამოდენიმე წამი. ტუჩები სიმშრალისგან დაშორდება ერთმანეთს და პირი მიიღებს ღიმილის მდგომარეობას. თუ  კარგად დააკვირდით შემდეგ ემოციას, თქვენ გაგეღიმებათ!


ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ საკუთარ თავს და უჭირთ მისი მიღება, ძალიან სპეციფიკურად მოძრაობენ. მათი პერსონა უარყოფს სხეულს და პირიქით. ანუ ამ ორი ენერგიის მიღება ერთმანეთის მიერ არ ხდება. სხეული უარყოფს ფსიქიკას და პირიქით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2185
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია