დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით ნარმანიამ თავისი მოადგილეები და გამგებლები დაასახელა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/02 16:18:28

 

თბილისის მერის უფლებამოსილების შესრულებას დავით ნარმანია დღეიდან შეუდგა. ეს განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსით, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მეთერთმეტე დღეს თბილისის ახლადარჩეული მერის უფლებამოსილება ძალაში შედის.


დღესვე ცნობილი ხდება, ვინ იქნებიან მერის მოადგილეები და თბილისის რაიონების გამგებლები.

ეს სია ასე გამოიყურება:

თბილისის მერის პირველი მოადგილის პოსტზე წარდგენილია  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი. მერის მოადგილეები  იქნებიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი.


დავით ნარმანიამ დღესვე თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა.

საბურთალოს გამგებლობის კანდიდატი - ბექა მიქაუტაძე.

ვაკის გამგებლობის კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე.


მთაწმინდის გამგებლობის კანდიდატი - გელა არჩვაძე.


ჩუღურეთის გამგებლობის კანდიდატი - ზურაბ ჩიკვილაძე.

დიდუბის გამგებლობის კანდიდატი - ირმა ზავრადაშვილი. 


ნაძალადევის გამგებლობის კანდიდატი - ზაზა გაბუნია.

 
გლდანის გამგებლობის კანდიდატი - ბესიკ ქარცივაძე.

 
კრწანისის გამგებლობის კანდიდატი - გიორგი კოპალეიშვილი.

 

ისნის გამგებლობის კანდიდატი - ვახტანგ ქიზიყურაშვილი.

 

სამგორის გამგებლობის კანდიდატი - მამუკა ჩოქური.

 

ნარმანიამ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატებიც დაასახელა. 


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია