დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო სამსახურებში მუშაობა 9 საათზე დაიწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/02 15:30:11

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საჯარო სამსახურებში მუშაობა უნდა დაიწყოს დილის 9 საათზე. ეს ინიციატივა  პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.


„დღეს საჯარო სამსახურებში მუშაობა იწყება 10 საათზე, გამოვდივარ ინიციატივით სამუშაო საათები დაიწყოს 9 საათზე, რადგან მიმაჩნია, რომ 10 საათი არის გვიან,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნული ინიციატივა რა თქმა უნდა არ ეხებათ უწყებებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული რეჟიმი. ესენია - შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, სასჯელაღსრულება...



ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა განიხილონ აღნიშნული ინიციატივა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა საჯარო უწყებებში მოხდეს მუშაობის უფრო ადრე დაწყება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია