დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა შედეგით დასრულდება ქუთაისში ჟურნალისტსა და წერეთლის უნივერსიტეტს შორის არსებული სასამართლო დავა?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/31 15:00:38

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში  ჟურნალისტს, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს თინათინ ზაქარაშვილსა და წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.


სხდომაზე მოპასუხე მხარეებმა საკითხის ირგვლივ არსებული არგუმენტები და კონტრარგუმენტები წარმოადგინეს.


საქმე ეხება წერეთლის უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსს. როგორც მომჩივანი თინათინ ზაქარაშვილი აღნიშნავს, წერეთელში გამოცხადებული კონკურსი იყო მიკერძოებული და ტენდენციური. რის დასტურადაც, ზაქარაშვილი კონკურსის დაწყებამდე დაშვებულ ხარვეზებსა და შემდგომ გასაუბრების დროს  კომისიის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ არაკვალიფიციურ ბრალდებებს ასახელებს.


„როდესაც უნივერსიტეტში გამოცხადდა კონკურსი, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო, თუმცა, წინასწარ ვრცელდებოდა  ინფორმაცია, რომ უკვე ცნობილი იყო იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც 4 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებდნენ. მაინც შევეცადე, ბოლომდე მებრძოლა. კონკურსი საათნახევრიანი დაგვიანებით დაიწყო, ასევე აღსანიშნავია ერთი ფაქტი– როგორც კი გაიღო აუდიტორიის კარი, სადაც კონკურსი ტარდებოდა, გამომცდელებს კაბინეტში შეყვნენ გრიგოლ ქობალიანი და აკაკი ბაკურაძე, სადაც მათ ნახევარი საათი დაჰყვეს. ჩემი სუბიექტური აზრით, როდესაც არის კონკურსი კონკურსანტს ეჭვის საფუძველიც კი არ უნდა გაუჩნდეს, მაგრამ იმდენი დარღვევა მოხდა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტში გამოცხადებული კონკურსი იყო მიკერძოებული და ტენდენციური. ჩემი ეჭვი  შემდგომ გრიგოლ ქობალიანმა პრორექტორ შალვა კირთაძის კაბინეტში გაამყარა, სადაც ასეთი რამ მითხრა: “შენ ჩემს ადგილზე ძველ თანამშრომლებს არ გაიყვანდიო?“ რაზედაც მე ვუპასუხე, რომ მაშინ ღია კონკურსს ნუ არქმევენ და ისე დანიშნონ სასურველი კადრები.  ეს არის დასტური იმისა, რომ კონკურსი იყო მხოლოდ ფორმალობა, რადგან ოთხივე ვაკანტურ ადგილზე ძველი თანამშრომლები დაინიშნენ. კონკურსის დღეს მე დისკრიმინაციის მსხვერპლიც გავხდი, ქალბატონმა, რომელიც გასაუბრებაზე იმყოფებოდა, მითხრა, რომ მე არ მქონდა ქართულენოვანი განათლება, რითაც თითქოს შეეცადა მიენიშნებინა, რომ მე არ ვარ კვალიფიციური კადრი. ჩემი წიგნი, რომელიც ახალი ამბების მედიას ეხება პირველ კონკურსზე ნული ქულით შეაფასეს, შემდგომ კი უკვე დამაჯერებელი შეფასება ჰქონდა. მაინტერესებს, როგორ მოხდა, რომ ერთ წიგნს სხვადასხვა შეფასება მიეცა“-განაცხადა ზაქარაშვილმა.


ბრალდების მხარის არგუმენტებს ტყუილზე აგებულსა და აბსურდულს უწოდებს მოპასუხე მხარე. წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორები: ეკა თხილავა, მზია თადუმაძე და ნათია ჯიქია, რომლებიც სხდომაზე მესამე მხარეს წარმოადგენდნენ,  ზაქარაშვილის ბრალდებებს კონტრარგუმენტებით დაუპირისპირდნენ და მომჩივანი მათ შესახებ ინფორმაციის არასრულფასოვნად მოძიებასა და  ტყუილში დაადანაშაულეს. როგორც მათ სასამართლო სხდომაზე აღნიშნეს, თინათინ ზაქარაშვილი ვერ ახერხებს სასამართლოს წარუდგინოს დოკუმენტები და ფაქტები, რითაც კონკურსის მიკერძოებას დაამტკიცებს.

ჟურნალისტსა და უნივერსიტეტს შორის არსებულ დავას მოსამართლე გენადი მაკარიძე უძღვებოდა, რომლის გადაწყვეტილებითაც საქმის საბოლოო განაჩენი მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოცხადდება. რის შემდეგაც გადაწყდება უნივერსიტეტში ხელახალი კონკურსი დაინიშნება თუ არსებული შედეგები  დარჩება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია