საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კაზანტიპი და სამღვდელოება
"თუ არ გინდა კაზანტიპი, უნდა დაივიწყო ჯიპი და დააგდო ცოტა ღიპი"
2014/07/30 16:12:43

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მუსიკალური ფესტივალის, კაზანტიპის გარშემო ატეხილ ხმაურს ეხმაურება. 



"რა კაზანტიპი, რის კაზანტიპი??? რა ატმი კურკი ტოლა, რა ჭერმი კურკი ტოლა??? ჯერ რაც გაუკაზანტიპებულია საქართველოში იმას მივხედოთ. კაზანტიპი 10 დღე იქნება და წავა და მთელი დიიიიიდი კაზანტიპი რომ გვრჩება აქ მოსავლელი, იმას მივხედოთ.



ყველაზე მაგრად ამათმა დაარეკლამეს ეს კაზანტიპი. მართლმადიდებლური სარწმუნოების აშკარად გაღუნვა-გაუკუღმართების ფაქტები გვაქვს თვალწინ. სტალინის ხატები დაწერეს. ნიკოლოზ მაქარაშვილი ცოცხალ წმინდანად შერაცხეს. ზედამხედველები ხვრელებში არიან მიმალული. თავზე გვექცევა ყველაფერი. რა ეკაზანტიპებათ?! კაზანტიპით ტიპობენ რა. ამათი ლოგიკით ფილარმონიაც უნდა დავანგრიოთ, ცირკიც, თეატრებიც... ვინ არიან ეს გიჟთა გიჟები?! ეს უტვინო დევგარეულები?! აბა ერთი კაზანტიპმა კიდევ ერთი 25000000 ზედ დაუმატოს, თუ ამოიღებენ ხმას? მაგარი უნიჭო და უტვინო "ნაროდი" ვართ რა. ღმერთმა ყველას გვიშველოს.



თუ არ გინდა კაზანტიპი,
უნდა იყო კაი ტიპი.
უნდა დაივიწყო ჯიპი
და დააგდო ცოტა ღიპი.



მე წირვა-ლოცვებით დავკავდები.. ვისაც ეკლესიაში გინდათ მიდით ეკლესიაში,ვისაც კაზანტიპი გირჩევნიათ მე უძლური ვარ ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნება წაგართვათ.
ხორცი, გინა თევზი, გინა სხვა რაიმე საკვები როდესაც ქვაბში იხარშება, დუღილის ჟამს, მას ვერც ბუზი, ვერც არწივი და ვერც ლომი ვერ ეკარება. დუღილის ტემპერატურა ცეცხლით დაცულ უნდა იყოს, რათა დუღილმა არ მიიკაროს სხვა რაიმე მავნებელი. როდესაც კი ცეცხლი მიქრება და ქვაბი გაცივდება, ყველაფრისათვის წვდომადი გახდება იგი, დათვი, ტურა, მგელი, მელა და ა.შ. ბოლოს სულ უსუსური მატლიც კი დაეპატრონება მას.

 


დუღილი - ლოცვაა, დუღილი - სიყვარულია ერთურთისა. სხვათა სიყვარული და თვისთა ცოდვათა აღქმა კი ის მეცეცხლურობაა, რომელიც დუღილის ტემპერატურას გვანარჩუნებინებს. უგნურებაა ის, რომ ხან მივაქციოთ ცეცხლს ყურადღება და ხანაც (ხანგრძლივად) ცეცხლი ყურადღების გარეშე დავტოვოთ.
და თუ ჩვენ ამას შევძლებთ ვერც კაზანტიპი მოგვეკარება, ვერც სოდომური ლეგიონი და ვერც რომელიმე სხვა რაიმე მტაცებელი"

 


 

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე და სოსო მანჯავიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო პეტიციით მიმართავენ. როგორც პეტიციაშია ნათქვამი, ფესტივალი ემსახურება გარყვნილების დანერგვას და მიმართულია ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ.



გარდა ამისა, ორი დღის წინ მთავრობის კანცელარიასთან "კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციაზე სასულიერო პირებთან ერთად მრევლიც იმყოფებოდა.



"კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე პეტიცია წაიკითხეს, რის შემდეგაც პეტიციაზე ხელმოწერები შეგროვდა.


ფესტივალის წინააღმდეგია საპატრიარქოც. "ფესტივალ "კაზანტიპში" ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც", - აღნიშნულია საპატრიარქის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.




წყარო/ambebi.ge"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია