დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თინა ხიდაშელის განცახდების გამო, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს თავის მართლება უწევთ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/30 16:01:46

ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი–დეპუტატი ლელა ქელბაქიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაჟღერების გამო,მის მიმართ შენიშვნა გამოთქვა. საქმე ეხებოდა მიმდინარე წლის 25 ივლისის განცხადებას, რომელიც თინა  ხიდაშელმა  facebook–ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.


ხიდაშელი ქუთაისის საკრებულოს მიერ გაცემულ პრემიებს ეხმაურებოდა და დეპუტატებს მოუწოდებდა, ერთხელ და სამუდამოდ უარი ეთქვათ პრემიებზე. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, საკრებულოს დეპუტატებმა პირველივე სხდომაზე პრემიები დაირიგეს.


ხიდაშელის განცხადებას ქუთაისის საკრებულოს უკმაყოფილება მოჰყვა და პარლამენტარი არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.


" თინა  ხიდაშელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც, როგორც ჩანს, არასანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ჩვენ პრემიები დავირიგეთ.  ხიდაშელ უნდა გადაემოწმებინა ეს ამბავი, ვიდრე მოსახლეობას დეზინფორმაციას მიაწოდებდა. რადგან ჩვენ ამის გამო თავის მართლება გვიწევს. მოსახლეობას, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა, აღარ სჯერა, რომ ჩვენ პრემიებზე უარს ვამბობთ. ამიტომ მივიღოთ დადგენილება, რომ ყველაფერი ცხადი გახდეს. პირადად მე საკრებულოში ფულისთვის არ მოვსულვარ, პირიქით, ჩემი ქალაქის გამო, გაცილებით მარალანაზღაურებად სამსახურზე ვთქვი უარი“–განაცხადა ლელა ქელბაქიანმა.


თინა ხიდაშელის განცხადების გამართლებას შეეცადა  საკრებულოს "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი  ნატო ქათამაძე. მისი განმარტებით, თინა ხიდაშელი მართალია, როდესაც ამბობს, რომ რომ პრემიების დარიგება წელიწადში რამდენჯერმე არ უნდა ხდებოდეს და პრემია მხოლოდ დამსახურებით უნდა გაიცემოდეს. ამიტომ გაცემული ხელფასების და პრემიების რაოდენობა უნდა გასაჯაროვდეს.


ნატო ქათამაძემ სხდომაზე გამონაკლისის სახით საკრებულოს დეპუატატის, დავით გოგისვანიძის მიერ 4 წლის განმავლობაში აღებული ხელფასი და პრემია გაასაჯაროვა. მისივე ინფორმაციით, გოგისვანიძეს 4 წლის განმავლობაში 91 353 ლარი აქვს მიღებული. აქედან, 53 027 ლარი გოგისვანიძემ ხელფასის სახით მიიღო, ხოლო 32 326 ლარი პრემიის სახით.


ქათამაძის განცხადებას გოგისვანიძის შენიშვნა მოყვა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ,  რაც მან  ოთხი წლის განმავლობაში აიღო, ახალი  მთავრობის წარმომადგენლები იმდენივე თანხას ერთჯერადად იღებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია