დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტატისტიკა
რამდენი მილიონი ვართ საქართველოში? – უახლესი ოფიციალური მონაცემები ქალების, მამაკაცებისა და რეგიონების მიხედვით
2014/07/29 23:20:10

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკით, მონაცემთა ერთიან ბაზაში 4 665 096 ადამიანია რეგისტრირებული. 4 665 096 ადამიანიდან, 48% - მამაკაცი, ხოლო 52% ქალბატონია. რეგისტრირებული მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი დედაქალაქში ცხოვრობს.

 


თბილისში სულ რეგისტრირებულია ქვეყნის მთელი მოსახლეობის 26% – 1 223 319 პირი. აქედან 45% მამაკაცია, ხოლო 55% ქალბატონი.



ქვემო ქართლში რეგისტრირებულია საქართველოს მოსახლეობის 11%, 527 370 ადამიანი, აქედან 49% კაცია, 51% ქალი.



მცხეთა-მთიანეთში რეგისტრირებულია საქართველოს მოსახლეობის 2%, 209 124 პირი, აქედან 49% კაცია, 51% ქალი.




რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში ქვეყნის მთელი მოსახლეობის 1%, 41 837

ადამიანია რეგისტრირებული, აქედან 49% კაცია, 51% ქალი.



შიდა ქართლში მთლიანი მოსახლეობის 6%, 294 426 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან 49% კაცია, 51% - ქალი.



კახეთში რეგისტრირებულია საქართველოს მოსახლეობის 8%, 394 446 პირი, აქედან 49% კაცი, 51% ქალი. სამცხე-ჯავახეთში - 4%, 196 785 ადამიანი, აქედან 48% კაცია, 52% - ქალი. სამეგრელო ზემო სვანეთი - 8%, 357 619 პირი, აქედან 49% კაცი, 51% ქალი.

 


გურიაში - 3%, 139 171 ადამიანია, აქედან 48% კაცია, 52% - ქალი. იმერეთში კი საქართველოს მოსახლეობის 14%, 674 319 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან 48% კაცია, 52% - ქალი.



აჭარაში რეგსიტრირებულია მოსახლეობის 8% 397 240 პირი, აქედან 48% კაცია, 52% ქალი.



წყარო: თეა ბითაძე, Ambebi.ge


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია