დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე“- საქველმოქმედო საღამო ქუთაისში 11 წლის ბავშვის გადასარჩენად
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/29 13:45:02

ხვალ 19:00 საათზე ქუთიასში ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში  ფესტივალ „პოემუსის“ ფარგლებში პერფორმანსი „ცისფრყანწელები“ გაიმატრთება.


კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და 11 წლის ნანიკო ტორონჯაძის დასახმარებლად იმართება. ნანიკოს აქვს ავთვისებიანი იუნგრის სარკომა და ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია. საფრანგეთში მისი მკურნალობის  ხარჯს ნაწილობრივ ჯანდაცვის სამინისტრო, დიმიტრი ცინცაძის ფონდი და ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე აფიანსებენ.


დარჩენიული თანხის შეგროვება კი თეატრში გამართული კონცერტით იგეგმება.


აღნიშნული ფესტივალი ქუთაისში მეორედ იმართება. შარშან გამართული აქცია-კონცერტით დახმარება ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატს გაუწიეს.


„მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისს, რადგან შარშან მსაგვს კონცერტებზე ყველაზ ემეტი თანხა სწორედ ქუთაისიდან შემოვიდა. წელს 11 წლის ბავშვის დასახმარებლად ვმართავთ კონცერტს და იმედია, რომ კვლავ აქტიური მხარდაჭერა გვექნება.  სამწუხაროდ ადამიანები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ სიღარისბის ზღვარს ქვემოთ  იმყოფებიან, ამიტომ მათ არა მხოლოდ თანადგომა, არამედ მხარდაჭერა სჭირდებათ. ბიზნეს სექტორი, საზოგადოება და რაც მთავარია სახელმწიფო უნდა გაერთიანდეს მათ დასახმარებლათ“-განაცხადა ფესტივალის იდეის  ავტორმა ბექა ელბაქიძემ.


კონცერტს ორგანიზებას ქუთაისის მერიის სპროტისა და ახალგაზრდობის სამსახური უწევს.


 

ხვალ გამართულ კონცერტში მომღერლები, პოეტები და მსახიობები მიიღებენ მონაწილებას. მსურველებს საშუალება ექნებათ მითითებულ ნომერზე დარეკონ  0901080806 და  11 წლის ნანიკო ტორონჯაძეს დახმარონ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია