საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკისმცოდნეობის საზაფხულო სკოლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/07/24 16:58:46

10 ივლისიდან 24 ივლისამდე ქუთაისის აკაკი წერეთკის უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის საზაფხულო სკოლა მიმდინარეობდა. სკოლის მიზანია გააცნოსა და შეასწავლოს სტუდენტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო, პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება და კულტურა.

მიზნობრივი ჯგუფია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრი, როგორც სასწავლო სამეცნიერო ერთეული,  დაარსდა 2003 წელს ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. ცენტრი 2003-2004  სასწავლო წლიდან  ახორციელებს სამაგისტრო პროგრამას ამერიკისმცოდნეობაში. 2009 წლიდან ცენტრი უნივერსიტეტის სტრუქტურაა. სასწავლო პროგრამას ემსახურება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომლებმაც სტაჟირება გაიარეს  აშშ-ს უნივერსიტეტებში.   ამერიკის შესწავლის ცენტრი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულია.  

ცენტრთან ფუნქციონირებს ჯონ დოს პასსოსის საქართველოს  ასოციაცია. ერთობლივი პროექტით ჩატარებულია 6 საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის უნივერსიტეტებში ზაფხულის სკოლას მრავალი ათეული წლის ტრადიცია აქვს, საქართველოში მისი დამკვიდრება სულ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა წელს მეოთხედ მოეწყო. იგი თავისი შინაარსით ინტერდისციპლინარული გახლდათ. სკოლის პროექტი ერთობლივად განახორციელეს ამერიკის შესწავლის ცენტრმა, რომელსაც ასოცირებული პროფესორი ია იაშვილი ხელმძღვანელობს და ჯონ დოს პასსოსის  საქართველოს ასოციაციამ, რომლის პრეზიდენტია ბაია არსენიძე.

 

2011 და 2012 წლებში სკოლა აშშ საელჩომ,  ხოლო 2013 და 2014 წელს  ჩვენმა უნივერსიტეტმა დააფინანსა.

 

სკოლაში ჩაირიცხა 23 სტუდენტი. მეცადინეობები მიმდინარეობდა ორი კვირის განმავლობაში, 10 ივლისიდან  24 ივლისის ჩათვლით.  სტუდენტებს წაეკითხათ ლექციები შემდეგ საგნებში:

 

  1. აშშ-ს ეკონომიკა (პროფესორი გიორგი ღავთაძე)
  2. აშშ-ს ისტორია (პროფესორი დავით გეგეჭკორი)
  3. ამერიკის  გეოგრაფია (ასოც. პროფესორი ია იაშვილი)
  4. Power point პრეზენტაცია (ასოც. პროფესორი ია იაშვილი)
  5. მკვიდრი ამერიკელები და ეთნიკური უმცირესობები აშშ-ში (ასოც. პროფესორი რუსუდან მიქაუტაძე)

6.       ამერიკული ლიტერატურა (პროფესორი ირაკლი ცხვედიანი)

  1. 1920-იანი წლების ამერიკული საზოგადოება და კულტურა (ასოც. პროფესორი ბაია კოღუაშვილი)

8.        აშშ-ს ცხოვრების წესი  (ასოც. პროფესორი რუსუდან მიქაუტაძე)

  1. აკადემიური წერა (ასოც. პროფესორი ია იაშვილი)
  2. ამერიკელი საზოგადო მოღვაწე ქალები (ასოც. პროფესორი ია იაშვილი)

 

სტუმრის ლექცია წაიკითხა რატგერსის უნივრესიტეტის დოქტორანტმა  არიელ ოტრუბამ, აშშ-ს დაცული ტერიტორიების შესახებ.

 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ ამერიკის საელჩოს; ასევე მოეწყო  შემეცნებითი ტური სათაფლიის ეროვნულ ნაკრძალში და პრომეთეს მღვიმეში.

 

ბოლო დღე დაეთმო სტუდენტთა სავალდებულო პრეზენტაციებს. დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი ღავთაძემ მსმენელებს სერთიფიკატები გადასცა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2388
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია