დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არ დაუშალოთ ბავშვებს „საქმის კეთება“
2014/07/23 20:50:57

ფსიქოლოგის რჩევები  დედებს

 

გახდე მშობელი, არ ნიშნავს მხოლოდ  ბავშვის გაჩენას. ჩვილობიდან სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებამდე დიდი გზაა გასავლელი და ამაში სხვა ვინ, თუ არა მშობლებს ენიჭებათ მნიშვნელოვანი როლი. მუცლადყოფნის პერიოდი საუკეთესო დროა დედისთვის, რომ უფრო მეტი გაიგოს პატარებზე, მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე. რა სურთ მათ? დროა, მოემზადოთ მათთან შესახვედრად და პატარების სამყაროში შესასვლელად. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ მხრივ ინფორმირებულობა, რადგან სწორედ სიცოცხლის პირველი წლები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ბავშვის განვითრაებაში. ფსიქოლოგები ყოველთვის ურჩევენ დედებს, აუცილებლად იკითხონ მეტი  ბავშვებზე და მეტი გაიგონ მათზე.  წიგნები („გაიდი მშობლებისათვის“ და სხვა), რომლებიც ერთგვარ გზამკვლევის როლს ასრულებენ  დედებისთვის, ეხმარება მათ აღზრდის სწორი სტილის არჩევაში, რაც ბავშვის ნორმალურ პიროვნებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

 

დაბადებიდან  1 წლამდე მნიშვნელოვანია ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ განცდა იმისა, რომ  სამყარო სანდო და უსაფრთხოა. როდესაც ბავშვის ბაზისური მოთხოვნილებები კმაყოფილდება რეგულარულად, ჩვილი გარემოს აღიქვამს დამამშვიდებლად. თავს გრძნობს უსაფრთხოდ, რადგან აქვს იმედი დედის ან სხვა მზრუნველი ადამიანისა, რომ მისი მოთხოვნილებები აუცილებლად დაკმაყოფილდება. თუმცა, ნდობის გრძნობა არ არის მოლოდ საკვების რაოდენობა, მნიშვენლოვანია, რა ხარისხით იღებს დედისგან ზრუნვას, ყველაზე დიდ ნდობას და მიჯაჭვულობას ბავშვი სწორედ დედის მიმართ განიცდის (შემდეგ მის ცხოვრებაში გაჩნდებიან - მამა, ბებია, ბაბუა და ა.შ.), ამიტომ მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს დედასთან იმდენი კონტაქტი, რამდენიც მას სჭირდება. მშობლის მიერ სინაზის, სითბოს და სიყვარულის გამოვლენა ეხმარება ბავშვს განვითარებაში და გარემოსადმი ნდობის ჩამოყალიბებაში. შედეგად, ბავშვს უყალიბდება თბილი, ღრმა, ემოციური ურთიერთობები გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. პატარას ლაპარაკი რომ შეეძლოს, იტყოდა: „მე ვუყვარვარ, ჩემზე ზრუნავენ, მე დაცულად ვგრძნობ თავს, გარემოს შეიძლება ენდო”. თუკი დედა მექანიკურად უვლის შვილს, მისი ყურადღების ცენტრშია არა ბავშვი, არამედ, კარიერა, ურთიერთობები და ა.შ. ბავშვს უყალიბდება უნდობლობა, ეჭვი, შფოთვა გარემოს მიმართ. მომავალში მათ უჭირთ თბილი, ემოციური ურთიერთობების დამყარება.

დაახლოებით 1-3 წლის ასაკში ბავშვი გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. მაშინ, როდესაც უკვე მას აქვს სამყაროს ნდობა, უჩნდება სურვილი, გააკეთოს რაღაცები თავისით, დამოუკიდებლად (დაიბანოს პირი, ჩაიცვას, ჭამოს), რაც ეხმარება საკუთარი თავის ფლობის მიღწევაში და თვითუნარიანობის განცდის ჩამოყალიბებაში. ამ ეტაპზე  შეზღუდვებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ბავშვების განვითარება და ჩამოუყალიბოს სირცხვილის და საკუთარ ძალებში დაეჭვების განცდა. მერე რა, თუ თვითონ მოინდომებს საჭმლის თავისი ხელით ჭამას? დედები ხშირად უჩივიან „ჭამის დროს ყველაფერს სვრის, მირჩევნია, მე თვითონ ვაჭამო სუფთად“, მსგავსი ფრაზები არ არის უცხო, მაგრამ, ნუთუ, მხოლოდ იმიტომ არ უნდა მივცეთ ამის უფლება ბავშვს, რომ გვეზარება პატარას საყვარელი თითებით დასვრილი ტანსაცმლის გარეცხვა და  ბავშვის  დაბანა  დღეში სამჯერ ან ხუთჯერ? პირიქით, უცილებელია, მივცეთ მას მსგავს რაღაცეებში თავისუფლება, რათა გააკეთოს თვითონ. სწორედ ამ პერიოდში, რასაც ყველაზე მეტად ბავშვებისგან გაიგონებთ, არის „თვითონ“. როდესაც ვაძლევთ მათ ამის უფლებას, ისინი გრნობენ, რომ შეუძლიათ დამოუკიდებლად რაღაცების კეთება და რომ არიან ქმედითუნარიანები, შედეგად იზრდება საკუთარი თავისადმი დარწმუნებულობის და კომპეტენტურობის გროძნობა. მნიშვნელოვანია მივცეთ ბავშვებს იმის გაკეთების უფლება, რისი გაკეთებაც მათ განვითარების ამ ეტაპზე შეუძლიათ და არ გავაკეთოთ მათ მაგივრად.

 

თანდათანობით ბავშვებს უჩნდებათ ინიციატივის გრძნობა(3-6წ). მათ ყველაფერი აინტერესებთ. გამოთქვამენ სურვილს დახმარებაში. მშობლებმა კი ხელი უნდა შეუწყონ მათ ინიციატივებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ბავშვის ყველა იმპულსს ვერ დააკმაყოფილებენ. მათ უნდა იპოვონ ოქროს შუალედი- თვალი ადევნონ ბავშვს, აქტიური ჩარევის გარეშე. მზად უნდა იყვენენ უპასუხონ ბავშვების კითხვებს (ინტეექტუალური აქტივობა). თუკი მშობლები აჩვენებენ ბავშვს, რომ მისი შეკითხვები მოსაბეზრებელია, თუკი არ მისცემენ დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას და მათ წამოწყებას მიიჩნევენ აბეზრობად, სისულელედ, ისინი თავს იგრძნობენ ამ სამყაროში დაუპატიჟებელ სტუმრად. მაგალითად 4-5 წლის  გოგონა დედას სთხოვს საჭმლის მომზადებაში დახმარებას. დედა კი  უარით ისტუმრებს იმ მიზეზით, რომ  პატარაა და არ შეუძლია. მსგავსი გამონათქვამები: ”ხელს ნუ კიდებ”, ”მაინც არ გამოგივა, მომეცი მე გავაკეთებ”, ხელს უწყობს ბავშვებში დანაშაულის გრძნობის ფორმირებას, რაც თავს უუნაროდ აგრძნობინებს. ამიტომ მნიშვენლოვანია ამ პერიოდში მხარი დავუჭიროთ ბავშვების მიერ წამოყენებულ ინიციატივებს. თუკი რაიმე არ მოგვწონს, მივუთითოთ კონკრეტულ ქცევაზე, მაგრამ არასდროს შევეხოთ მის პიროვნებას (შენ ცუდი გოგო/ბიჭი ხარ). როდესაც კმაყოფილდება მსგავსი მოთხოვნილებები, ისინი  არიან კმაყოფილნი, საკუთარ ძალებში დარწმუნებლნი და ხდებიან მიზანმიმართულნი.

როგორც ხედავთ, სკოლამდელი პერიოდი, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, საძირკველია, რომელზეც აშენებენ ბავშვები მომავალ ცხოვრებას. ნდობა, დამოუკიდებლობის განცდა და მიზანი, ეს ის მნიშვნელოვანი ეთეულებია, რომლებიც ბავშვებს უნდა ჩამოუყალიბდეთ ამ პერიოდში, რაშიც პირველ რიგში სწორედ მშობლებს ენიჭებათ უდიდესი როლი.

 

ქეთევან უგლავა,

 

თსუ, III კურსი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია