დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი ქალის როლი მშვიდობისმყოფელობაში
2014/07/23 20:34:14

ქალი, როგორც მშვიდობის   მქმნელი, არ არის მხოლოდ ხატოვანი გამოთქმა. სოციალური მეცნიერებების გამოკვლევები მხარს უჭერენ ქალის, როგორც შემთანხმებლის როლს, რომელიც მიმართულია კონსენსუსის და კომპრომისის დამყარებისკენ. საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა ქალთა უფლებების, მათი შესაძლებლობების დასამტკიცებლად  და იმ სტერეოტიპების დასამსხვრევად, რომლებიც მამაკაცს უფრო ძლიერად,  უფლებამოსილად და უფრო ჭკვიანად მიიჩნევდა. დღევანდელ მეტყველებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ისეთი სიტყვები,  რომლებიც ქალებს მამაკაცებისგან განასხვავებს და გენდერულ უთანასწორობას უსვამს ხაზს.  მაგ: „სუსტი სქესი“.  რა თქმა უნდა, თუ ფიზიკურ შესაძლებლობებზე გავამახვილებთ ყურადღებას, მამაკაცები მეტად ძლიერები არიან, მაგრამ დღეს, ინფორმაციულ სამყაროში, ძალა მხოლოდ და მხოლოდ მეორეხარისხოვანია. ნებისმიერი კონფლიქტის თუ დაპირისპირების მოგვარება შესაძლებელია დიპლომატიური გზით,  სისხლისღვრის გარეშე, რომელშიც როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს თანაბარი როლის შესრულება შეუძლიათ...

 

საქრთველოს გეოპოლიტიკური მდებარების გამო ქართველი ქალი საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა  მედიატორულ ფუნქციებს სხვადასხვა რელიგიურ, ეროვნულ საზოგადოებებსა თუ სახელმწიფობს შორის. იმის გამო, რომ ქართველი ქალები  არ იცვლიდნენ რელიგიას და რჩებოდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ხშირად იყო შემოტევები მუსულმანური სამყაროსგან, ხშირად უწევდათ, შეემუშავებინათ  ისეთი ეფექტური  და რეალურად მოქმედი პოლიტიკური სტრატეგიები, რომლებიც მისცემდა მათ  საშუალებას მშვიდობიანი თანაარსებობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული დაემყარებნათ მათ ოჯახებსა და სხვა ეროვნებისა თუ აღმსარებლობის ადამიანებთან. მეტიც, ცნობილია, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების  მუსულმანი მბრძანებლები ხშირად იყენებდნენ ქართველ ქალებს დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს. ჩვენი ქვეყნის ისტორიული პერიოდიდან შეგვიძლია გავიხსენოთ მნიშვნელოვანი ქალი-ფიგურები, რომლებმაც  დაანახეს მსოფლიოს ქალის სიძლიერე.

 

ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში იაკობ ხუცესმა აღწერა შუშანიკის წამება, რითიც ქართველ ქალებს ზნეობრივი მაგალითი დაუტოვა. მე-11 საუკუნეში დედოფალი მარიამი, რომელიც დიპლომატიური მისიით გაემგზავრა კონსტანტინოპოლში. თამარ მეფე, რომლის დროსაც იყო  „ოქროს ხანა“.  მე-17 საუკუნის საქართველოში გაიზარდა ქეთევან წამებული - ქალი, რომელმაც შაჰ-აბასის წინააღმდეგ აჯანყებაში დაღუპული მეუღლის ადგილი დაიკავა, ქალი, რომელმაც სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა. აღარ უნდა გვიკვირდეს მაია წყნეთელისა და თამარ ვაშლოვნელის არსებობა. საქართველოში თაობები აღიზარდა  „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმზე - „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, რაც გულიხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას, თუმცა, აქვე გვახვედრებს, რომ  მამრობითი სქესის თავს ყოველთვის მდედრობითი სქესი წარმოადგენს.

 

ის, რომ ქალი მშვიდობისმყოფელია, საკმარისია, გავიხსენოთ ქალის მანდილის ძალა, რომელიც აჩერებდა ორ ერთმანეთთან მებრძოლ მხარეს, თუ მათ შორის ჩავარდებოდა. ეს ტრადიცია დღეს ასახულია ქართულ ხალხურ ცეკვებში.

 

ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ოფიციალური პოლიტიკა ტარდებოდა საბჭოთა კავშირშიც, რაც მაშინდელ კანონმდებლობაშიც აისახა. არ არსებობდა საქმე, სადაც  ქალი ისეთივე წარმატებას ვერ მიაღწევდა, როგორსაც მამაკაცი. თუმცა, პოლიტიკაში მაინც მამაკაცები ჭარბობდნენ.

 

ქალთა პოლიტიკური აქტიურობის პრობლემა, ძირითადად, განისაზღვრებოდა და განისაზღვრება დემოკრატიზაციის პროცესით, რომელიც მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში. დემოკრატია ჩაისახა თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში, განვითარდა XX ს_ის ბოლოს და მოიცვა მთელი მსოფლიო. დღეს, მესამე ათასწლეულში, მსოფლიო საზოდაგადოება მიდის იმ დასკვნამდე, რომ არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალებიც მნიშვნელოვანი ფიგურები არიან მშვიდობის დამყარებაში. ქალები ასოცირდებიან მშვიდობასთან, ხოლო მათი ცხოვრება და ღირებულებები დაკავშირებულია სიცოცხლის დაცვასთან, დიალოგთან, შერიგებასთან, მოლაპარაკებებთან, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან. ეკონომიკის წამყვანი ექსპერტები, მიიჩნევენ, რომ განვითარებადი ქვეყნების ყველაზე დიდი სიმდიდრე არა ოქროს ან ნავთობის საბადოებია, არამედ ქალები, რომლებსაც არასდროს ჰქონათ შესაძლებლობა, თავი დაემკვიდრებინათ შრომით ბაზარზე და ამით წვლილი შეეტანათ საკუთარი ოჯახების შემოსავლის გაზრდასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. რეალურად, ეს ქალები პლანეტის მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ და სამომავლოდ გლობალური სიღარიბის დაძლევის ყველაზე რეალურ პერსპექტივად მოიაზრებიან.

 

ჯანსაღი გენდერული კლიმატის შესაქმნელად კიდევ მეტი რეფორმაა საჭირო, რომელიც მოითხოვს მრავალმხრივ და შეთანხმებულ ღონისძიებებს, რომლებშიც შედის სახელმწიფო პოლიტიკა, კანონმდებლობა, განათლება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტების მიზანდასახული ქმედებები. ამ მხრივ წინ მიიწევს მსოფლიო. დღითიდღე იზრდება სამოქალაქო შეგნება გენდერულ საკითხთან მიმართებაში. ერთ დღეში კი სოფელი ვის აუშენებია?

 

ქეთევან უგლავა,

თსუ, III კურსი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3687
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია