დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საქმე აკეთეთ, რა სკამების გადანაწილება აგიტყდათ!“-დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/23 15:40:50

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე პირველი სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი საკრებულოს დეპუტატის ნატო ქათამაძის შენიშვნა გახდა. ქათამაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა, საზოგადოებისთვის გაეცნოთ იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც თვითმმართველობაში მუშაობენ.


„კარგი იქნება თუ გავაცნობთ საზოგადოებას ამ ადამიანებს, რადგან ბევრი მათგანი წინა ხელისუფლების ზონდერი იყო და დღემდე წარმატებით ააგრძელებს მუშაობას „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. ყოფილი ზონდერები დღეს არ უნდა მუშაობდნენ“-განაცხადა ქათამაძემ.


ქათამაძის განცხადებამ, საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს მუშაობა დანაშაული არ არის და ადამიანებს ამ ნიშნით არ იუნდა არჩევდნენ.


 

„საქმე აკეთეთ, რა სკამების გადანაწილება აგიტყდათ! ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები ჩვენი თანამშრომლები იყვნენ დანაშაული არ არის. რომ არა ეს ადამიანები, დღეს მერია იმ დონეზეც ვერ იმუშავებდა, როგორადაც მუშაობს. ამიტომ უნდა დასრულდეს მსგავსი გამოსვლები, მაგრამ თქვენ შიდა დაპირისპირება უფრო გაწუხებთ, რის გამოც სკამები ვერ გადაინაწილეთ, რაც გახდა სხვებზე თავდასხმის მიზეზი“-მიმართა გია უკლებამ საკრებულოს უმრავლესობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2916
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია