დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბიუჯეტში 676 000 ლარის ცვლილება განხორციელდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/23 15:16:07

2014 წლის ქუთაისის ბიუჯეტში 676000  ლარის ცვლილება განხორცილედა. ცვლილება, რომელიც  ვიცე–მერმა კოტე ქავთარაძემ წარადგინა საკრებულომ უმრავლესობით  დაამტკიცა.


კოტე ქავთარაძის განცახდებით,  ბიუჯეტში ცვლილების უმთავრესი წყარო 26 მაიისის პრემიების არ გაცემული პრემია გახდა, რითაც დაზოგილი 300 000 ლარი ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხების მოგვარებას მოხმარდა.


დარჩენილი 376 000 ლარი ბიუჯეტის სხვადასხვა ნაწილში გადაჭარბებით შესრულების შედეგად დაიზოგა.


რაც შეხება ხარჯვით ნაწილში ცვლილებების, სპორტის სასახლეს 160 000 ლარი დაემატა, რაც დარბაზში არსებული ლამინატის შეცვლას მოხმარდება. ბიუჯეტიდან 450 000 ლარით დაფინანსდა ქუთაისის საკალათბურთო გუნდი, რითაც გუნდი ახალი ზესონისთვის დაიწყებს მზადებას.


60 000 ლარი დაემატა საპროექტო სამუშაოებს, გამოყოფილი თანხით რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის წარსადგენი პროექტები მომზადდება.


50 000 ლარით გაიზარდა მედიკამენტებით დახმარების პროგრამა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია