დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში 455 104 ლარის ოდენობის პრემია გაიცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/21 12:03:07

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს კვლევას სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და აჭარის თვითმმართველობებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატის შესახებ. კვლევა 2014 წლის პირველი იანვრიდან მაისის ჩათვლით გაცემულ თანხებს ეხება. იმერეთის შემთხვევაში წარმოდგენილია 2014 წლის პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით გაცემული პრემიების მონაცემები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის თეონა ზაქარაშვილის განცხადებით, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრემია საერთოდ არ გაიცა, ქუთაისის მერიამ კი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა, თუმცა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსოს ზვიად ჯავახიას განცხადებით, მერიას ინფორმაციის განცხადებაზე უარი არ განუცხადებია და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს მომსახურეობის საჭირო თანხა არ გადაუხდია, რაც გახდა მიზეზი ინფორმაციის არ მიწოდებისა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა პრემიის რაოდენობა არ გამოყო ხელფასისგან და ერთობლივი მონაცემები მიაწოდა არასამტავრობო ორგანიზაციას.

 „ჩვენი სურვილია პრემიამ დაიბრუნოს, ის მნიშვმნელობა რაც არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში გათვალისწინებული და სახელფასო დანამატი თანამშრომლებმა დამსახურების მიხედვით ინდივიდუალურად მიიღონ და არა ისე, როგორც ეს ჩვენს რეალობაში ხდება“-განაცხადა ზაქარაშვიოლმა.

იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიები შემდეგნაირად გამოიყურება:


წყალტუბოს გამგეობა-97 850


სამტრედის გამგეობა-79440


სამტრედიის საკრებულო-41190


ვანის საკრებულო-33440


ჭიათურა-12250


ჭიათურის საკრებულო-2250

 

ქუთაისის საკრებულო-60 444


ხარაგაულის საკრებულო და გამგეობა-18 560


ხონის საკრებულო-109 680 რაც  ჯამში 455 104 ლარს შეადგენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2875
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია