რუსთავის მერობის ყოფილ კანდიდატის, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
„ოჯახი შეძრწუნებულია მომხდარით. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და თავზარდამცელია ეს ტრაგედია. ძალიან გვიჭირს, მომხდარს რაიმე ახსნა მოვუძებნოთ. ეროსი მუდამ ენერგიული და აქტიური ხასიათით გამოირჩეოდა და სულ ბოლო პერიოდშიც არაერთ განსახორციელებენ პროექტზე ფიქრობდა, აქედან გამომდინარე, ოჯახი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და ელოდება გამოძიების დასრულებას“,- ნათქვამია ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის განცხადებაში.
წყარო: http://frontnews.ge/