დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ რა კომისია ჩაიბარა ქუთაისის საკრებულოში
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/07/16 18:36:27

ქუთაისის საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ ფარული კენჭისყრით საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩია.


იურიდიული კომისიის თავმჯდომარის პოსტი კახაბერ დვალიშვილმა დაიკავა.


ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარედ  გურამ ტოროშელიძე აირჩიეს.


 კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირმა პეტრიაშვილი გახდა.


 ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ თეიმურაზ ნადირაძე იქნა არჩეული.


ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის თავმჯდომარედ  საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ ნდობა  ლელა ქელბაქიანს გამოუცხადა.


ცნობისთვის, ხუთივე კომისიას სათავეში საკრებულოს უმრავლესობის - „ქართული ოცნების“ წევრი ჩაუდგა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია